2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №43/ნ |
|
2015 წლის 15 მაისი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ6“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,2015-2016 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის N180 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები“ ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ,,2015-2016 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ დანართი 2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. ეს წესი (შემდგომში − წესი) ადგენს 2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროგრამული დაფინანსების მოცულობის ფარგლებში პროგრამული დაფინანსების გაცემის წესსა და პირობებს.
2. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დაფინანსებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გააჩნდეს ამ მიმართულების/მიმართულებების დარგის/სპეციალობის მიმართულებით დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა დოქტორანტურის ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის) განხორციელების უფლება. 3. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების პარამეტრები განსაზღვრულია ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე 2015 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული ადგილების მიხედვით, თითოეულ ადგილზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის შესაბამისი თანხების, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირობებით მიმართვის საფუძველზე. |
მუხლი 2.
პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზანი |
სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში:
ა) არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობა; ბ) ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო, სოციალურ, ტექნიკურ, აგრარულ მეცნიერებათა და სხვა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების, როგორც ეროვნული კულტურისა და განათლების განუყოფელ შემადგენელ ნაწილთა განვითარება და ახალგაზრდების დაინტერესების ხელშეწყობა აღნიშნული მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად; გ) სტუდენტების ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას; დ) სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი განხორციელების მიმართ საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულებისა და პროცესში ჩართულობის გაზრდა. |
მუხლი 3.
პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები |
პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (შემდგომში − უნივერსიტეტები):
ა) სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბ) სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; გ) სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; დ) სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ე) სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ვ) სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ზ) სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თ) სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. |
მუხლი 4.
პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი |
1. პროგრამული დაფინანსება გაიცემა 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უნივერსიტეტებში ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების (შემდგომში − პრიორიტეტული პროგრამული მიმართულება) დარგზე/სპეციალობაზე და რაოდენობების ფარგლებში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი სტუდენტების (შემდგომში - სტუდენტი) სწავლის დასაფინანსებლად.
2. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაშვებია პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობა აღემატებოდეს ამ ბრძანების დანართი-2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობას. 3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაცემული დაფინანსება უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საშუალოდ 60 კრედიტის (მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტის) ათვისებას არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში. 4. უნივერსიტეტი, ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით კარგავს პროგრამული დაფინანსების მიღების უფლებას თუ კანონმდებლობის შესაბამისად არ გამოსცემს პირის უნივერსიტეტში ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს. 5. პროგრამულ დაფინანსებას უნივერსიტეტი აგრეთვე მოიპოვებს ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში სტუდენტის სტატუსის იმ დაწესებულებაში აღდგენის შემთხვევაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი ან სტუდენტთა მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში, მათ შორის 2015 წელს ან 2015 წლამდე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი სტუდენტების მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში ან სტუდენტის სტატუსის იმ დაწესებულებაში აღდგენის შემთხვევაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. 6. თუ პიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე მობილობის/შიდა მობილობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა აღემატება ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობას, პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტი დაფინანსებას მიიღებს იმ სტუდენტებისათვის, რომელთა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის/შიდა მობილობის სხვა მსურველთა შედეგებს. თუ, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულია 2 ან მეტი თანაბარქულიანი სტუდენტი უნივერსიტეტი ვალდებულია ჩაუტაროს ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულ თანაბარქულიან სტუდენტებს შიდა გამოცდა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება თუ რომელი სტუდენტი იქნება გათვალისწინებული უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. 7. თუ სტუდენტის სტატუსის აღდგენის (იმ დაწესებულებაში სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი) მსურველთა რაოდენობა აღემატება ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობას, უნივერსიტეტი ვალდებულია ჩაუტაროს სტუდენტის სტატუსის აღდგენის (იმ დაწესებულებაში სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი) მსურველ პირებს შიდა გამოცდა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში თუ რომელი სტუდენტი იქნება გათვალისწინებული უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. 8. მიმღები უნივერსიტეტი არ არის უფლებამოსილი, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხულ სტუდენტს, ასევე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტს მოსთხოვოს სწავლის საფასურის გადახდა, შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მეშვეობით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარჩენილი დროის მონაკვეთში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შევსების საჭიროებისას. 9. მობილობის/შიდა მობილობის პროცესის დასრულების შემდგომ უნივერსიტეტები ვალდებული არიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარუდგინონ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ფარგლებში მობილობით/შიდა მობილობით გადასულ პირთა სახელობითი სია. 10. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე სტუდენტის სტატუსის აღდგენა იმ დაწესებულებაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, დასაშვებია ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ზევით, რომლებიც არ გაითვალისწინება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას. ასეთი პირების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 5.
პროგრამული დაფინანსების ოდენობა |
1. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობა გამოიანგარიშება შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტზე გასაცემ წლიურ დაფინანსებას, წარმოადგენს 33750 (ოცდაცამეტი ათას შვიდასორმოცდაათი) ლარი, რომელიც უნივერსიტეტს მიეცემა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთიდან 15-ის ჩათვლით ჩარიცხულ სტუდენტთა ნებისმიერ რაოდენობაზე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებასთან ერთად, თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში, 15 სტუდენტის შემდგომ ჩარიცხულ ყოველ ექვს სტუდენტამდე უნივერსიტეტზე პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ყოველწლიურად გაიცემა 11250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი. 2. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ადგილების ოდენობაზე ადგილის/ადგილების დამატების შემთხვევაში უნივერსიტეტზე პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებასთან ერთად დამატებით გაიცემა, თითოეულ დამატებულ ადგილზე 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი. 3. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 39-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირი არ იანგარიშება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას.
|
მუხლი 6.
პროგრამული დაფინანსების მიღების შეზღუდვა |
1. დაუშვებელია ერთსა და იმავე/სხვადასხვა პრიორიტეტიული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთი და იმავე პირის სწავლის დასაფინანსებლად პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტისათვის დაფინანსების მიცემა.
2. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ზემოთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობით/შიდა მობილობით გადასული სტუდენტების რაოდენობა არ გაითვალისწინება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას. ასეთი პირების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსება არ გაიცემა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებულ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხული პირების სწავლის დასაფინანსებლად. რაც არ ზღუდავს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის უფლებას სწავლა გააგრძელოს (ჩაირიცხოს) ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული პრიორიტეტიული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე. ასეთი სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას არ იანგარიშებიან ის სტუდენტები, რომლებსაც შესაბამისი წლის პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისათვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი. |
მუხლი 7.
უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ დოკუმენტის მომზადება და გამოცემა |
1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით უნივერსიტეტების მიერ რექტორის ერთიანი აქტის სამინისტროში წარდგენიდან 30 დღის ვადაში სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტებისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ დოკუმენტის შემუშავებას, რაც მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის შემუშავების დროს სამინისტრო ეყრდნობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სამინისტროს მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მოთხოვნილ ინფორმაციას გადასცემენ სამინისტროს. 3. დამტკიცების შემდეგ დოკუმენტი იგზავნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დოკუმენტის მიწოდებას შესაბამისი უნივერსიტეტებისათვის, ასევე სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის. |
მუხლი 8.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება და პროგრამული დაფინანსების გადატანის შესაძლებლობა |
1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში პროგრამული დაფინანსების მიღება არ ზღუდავს უნივერსიტეტს მიიღოს სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტის მიერ ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტს არ აქვს უფლება სტუდენტს მოსთხოვოს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობიდან პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის საფასურის სრულად შევსებამდე დარჩენილი თანხის გადახდა. 3. პროგრამული დაფინანსების პარალელურად სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოპოვებული დაფინანსების გადატანა. |
მუხლი 9.
პროგრამული დაფინანსების გაცემის დრო და უნივერსიტეტის მიერ წარსადგენი ინფორმაცია |
1. სამინისტრო პროგრამული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების სახაზინო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) მონაცემების შესაბამისად. ყოველსემესტრულად, პროგრამული დაფინანსების გადარიცხვის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამინისტროში წარადგენს უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შესაბამისი წლებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების მიხედვით, რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ცალ-ცალკე შექმნილ სიებს უნივერსიტეტების მითითებით.
2. უნივერსიტეტის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების შემცირების საფუძველი, ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნივერსიტეტი არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი პროგრამული დაფინანსების შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა. |
მუხლი 10.
პროგრამული დაფინანსების შენარჩუნება/შეწყვეტა |
1. პროგრამული დაფინანსება უნივერსიტეტს ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით უნარჩუნდება შემდეგი წესით:
ა) პირველ ნოემბრამდე, თუ სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლა მობილობის ან შიდა მობილობის უფლებით პირველი აპრილის შემდგომ; ბ) პირველ აპრილამდე, თუ სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლა მობილობის ან შიდა მობილობის უფლებით პირველი ნოემბრის შემდგომ. 2. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში წყდება პროგრამული დაფინანსების გაცემა. 3. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში პროგრამული დაფინანსება განხორციელდება ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში. |
მუხლი 11.
პროგრამული დაფინანსების მიღების ფარგლებში უნივერსიტეტის უფლებები და ვალდებულებები |
1. უნივერსიტეტებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა შემდეგი შედეგების მიღწევაზე:
ა) თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება; ბ) შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა; გ) საუნივერსიტეტო მეცნიერების განსავითარებლად ახალი თაობების მომზადების ხელშეწყობა. 2. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს უნივერსიტეტები ვალდებულნი არიან სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია შემდეგი სტრუქტურის მიხედვით: ა) პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნები, რისი მიღწევა სურს საშუალოვადიან პერიოდში და რა ძირითადი სამოქმედო გეგმები აქვს დასახული აღნიშნული მიზნების მისაღწევად; ბ) პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობისა და მათი განათლების ხარისხის მოკლე ანალიზი, საპროგნოზო მაჩვენებლები და აღწერა; გ) მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდონ საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია სამინისტროს. 3. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე პროგრამული დაფინანსების ამ წესით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ უნივერსიტეტები ვალდებულნი არიან სამინისტროში წარმოადგინონ ინფორმაცია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნების შესრულების საბოლოო შედეგების თაობაზე და მოახდინონ საბოლოო ანგარიშგება. 4. უნივერსიტეტი ვალდებულია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება მიმართოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და შესაბამისი პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის განსავითარებლად. 5. უნივერსიტეტი ვალდებულია პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხული სტუდენებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შემთხვევაში პროგრამული დაფინანსებით სტუდენტის ერთ ადგილზე გამოყოფილი თანხა გრანტის პროპორციული ოდენობით გამოიყენოს უნივერსიტეტის/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის.
|
მუხლი 12.
სამინისტროს უფლებამოსილება |
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული უნივერსიტეტების მიერ მიღწეული შედეგების შეფასების კომისიას (შემდგომში − კომისია).
2. კომისიას ტექნიკურ დახმარებას უწევს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველო. |
მუხლი 13.
პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების შეფასება |
1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტების მიერ ამ წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისა და მათ მიერ დასახული მიზნების მიღწევის შესაფასებლად კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს შუალედური და საბოლოო შეფასება.
2. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში შუალედური შეფასებები გამოიყენება, როგორც საბოლოო შედეგის მიღწევისკენ პროგრესის მაჩვენებელი. ამ მიმართულებით, გაწეული ხარჯების განათლების ხარისხთან შესაბამისობისა და სტუდენტთა კონტინგენტის მონიტორინგის მიზნით ყოველი სასწავლო წლის ბოლოს შეჯამდება და გაანალიზდება თითოეულ უნივერსიტეტში: ა) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხული სტუდენტების შეფასებების შესახებ მონაცემები; ბ) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე სტუდენტთა რაოდენობის მაჩვენებლები. 3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების საბოლოო შეფასებისას ძირითადად გამოყენებულ იქნება ხარისხობრივი ინდიკატორები, რომლის საფუძველზე შეფასდება პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაწეული დაფინანსებით მიღებული შედეგების ხარისხი. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეფასებების გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაცია უნივერსიტეტებისათვის მომდევნო სასწავლო წლებში პროგრამული დაფინანსების მიცემაზე უარის თქმის შესახებ (რაც არ გულისხმობს უკვე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების შეწყვეტას). |
1.
2015-2016 სასწავლო წელს სახელმწიფო სრულად აფინანსებს სტუდენტის სწავლის საფასურს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ქართულენოვანი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე:
შენიშვნა: მიმართულებების, დარგების/სპეციალობების ჩამონათვალი განისაზღვრება უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მიხედვით. |
2.
2. უნივერსიტეტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ საგანმანათლებლო პროგრამასა და ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დარგებს/სპეციალობებს შორის შესაბამისობა განისაზღვრება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს (დანართი №3) საფუძველზე. |
3.
ამ ბრძანების პირველი დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული ადგილები:
|
2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო
დამტკიცდეს ,,2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები“ ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ,,2015-2016 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ დანართი 2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი 12015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები მუხლი 1. ზოგადი დებულებანი |
1. ეს წესი (შემდგომში − წესი) ადგენს 2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროგრამული დაფინანსების მოცულობის ფარგლებში პროგრამული დაფინანსების გაცემის წესსა და პირობებს.
2. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დაფინანსებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გააჩნდეს ამ მიმართულების/მიმართულებების დარგის/სპეციალობის მიმართულებით დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა დოქტორანტურის ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის) განხორციელების უფლება.
3. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების პარამეტრები განსაზღვრულია ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე 2015 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული ადგილების მიხედვით, თითოეულ ადგილზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის შესაბამისი თანხების, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირობებით მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 2.
პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზანი |
სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში:
ა) არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობა;
ბ) ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო, სოციალურ, ტექნიკურ, აგრარულ მეცნიერებათა და სხვა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების, როგორც ეროვნული კულტურისა და განათლების განუყოფელ შემადგენელ ნაწილთა განვითარება და ახალგაზრდების დაინტერესების ხელშეწყობა აღნიშნული მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად;
გ) სტუდენტების ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას;
დ) სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი განხორციელების მიმართ საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულებისა და პროცესში ჩართულობის გაზრდა.
მუხლი 3.
პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები |
პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (შემდგომში − უნივერსიტეტები):
ა) სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ბ) სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
გ) სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
დ) სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ე) სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ვ) სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ზ) სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
თ) სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მუხლი 4.
პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი |
1. პროგრამული დაფინანსება გაიცემა 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უნივერსიტეტებში ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების (შემდგომში − პრიორიტეტული პროგრამული მიმართულება) დარგზე/სპეციალობაზე და რაოდენობების ფარგლებში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი სტუდენტების (შემდგომში - სტუდენტი) სწავლის დასაფინანსებლად.
2. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაშვებია პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობა აღემატებოდეს ამ ბრძანების დანართი-2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობას.
3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაცემული დაფინანსება უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საშუალოდ 60 კრედიტის (მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტის) ათვისებას არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში.
4. უნივერსიტეტი, ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით კარგავს პროგრამული დაფინანსების მიღების უფლებას თუ კანონმდებლობის შესაბამისად არ გამოსცემს პირის უნივერსიტეტში ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს.
5. პროგრამულ დაფინანსებას უნივერსიტეტი აგრეთვე მოიპოვებს ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში სტუდენტის სტატუსის იმ დაწესებულებაში აღდგენის შემთხვევაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი ან სტუდენტთა მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში, მათ შორის 2015 წელს ან 2015 წლამდე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი სტუდენტების მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში ან სტუდენტის სტატუსის იმ დაწესებულებაში აღდგენის შემთხვევაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი.
6. თუ პიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე მობილობის/შიდა მობილობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა აღემატება ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობას, პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტი დაფინანსებას მიიღებს იმ სტუდენტებისათვის, რომელთა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის/შიდა მობილობის სხვა მსურველთა შედეგებს. თუ, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულია 2 ან მეტი თანაბარქულიანი სტუდენტი უნივერსიტეტი ვალდებულია ჩაუტაროს ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულ თანაბარქულიან სტუდენტებს შიდა გამოცდა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება თუ რომელი სტუდენტი იქნება გათვალისწინებული უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.
7. თუ სტუდენტის სტატუსის აღდგენის (იმ დაწესებულებაში სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი) მსურველთა რაოდენობა აღემატება ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობას, უნივერსიტეტი ვალდებულია ჩაუტაროს სტუდენტის სტატუსის აღდგენის (იმ დაწესებულებაში სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი) მსურველ პირებს შიდა გამოცდა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში თუ რომელი სტუდენტი იქნება გათვალისწინებული უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.
8. მიმღები უნივერსიტეტი არ არის უფლებამოსილი, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხულ სტუდენტს, ასევე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტს მოსთხოვოს სწავლის საფასურის გადახდა, შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მეშვეობით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარჩენილი დროის მონაკვეთში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შევსების საჭიროებისას.
9. მობილობის/შიდა მობილობის პროცესის დასრულების შემდგომ უნივერსიტეტები ვალდებული არიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარუდგინონ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ფარგლებში მობილობით/შიდა მობილობით გადასულ პირთა სახელობითი სია.
10. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე სტუდენტის სტატუსის აღდგენა იმ დაწესებულებაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, დასაშვებია ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ზევით, რომლებიც არ გაითვალისწინება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას. ასეთი პირების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5.
პროგრამული დაფინანსების ოდენობა |
1. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობა გამოიანგარიშება შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტზე გასაცემ წლიურ დაფინანსებას, წარმოადგენს 33750 (ოცდაცამეტი ათას შვიდასორმოცდაათი) ლარი, რომელიც უნივერსიტეტს მიეცემა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთიდან 15-ის ჩათვლით ჩარიცხულ სტუდენტთა ნებისმიერ რაოდენობაზე;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებასთან ერთად, თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში, 15 სტუდენტის შემდგომ ჩარიცხულ ყოველ ექვს სტუდენტამდე უნივერსიტეტზე პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ყოველწლიურად გაიცემა 11250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი.
2. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ადგილების ოდენობაზე ადგილის/ადგილების დამატების შემთხვევაში უნივერსიტეტზე პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებასთან ერთად დამატებით გაიცემა, თითოეულ დამატებულ ადგილზე 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი.
3. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 39-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირი არ იანგარიშება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას.
მუხლი 6.
პროგრამული დაფინანსების მიღების შეზღუდვა |
1. დაუშვებელია ერთსა და იმავე/სხვადასხვა პრიორიტეტიული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთი და იმავე პირის სწავლის დასაფინანსებლად პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტისათვის დაფინანსების მიცემა.
2. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ზემოთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობით/შიდა მობილობით გადასული სტუდენტების რაოდენობა არ გაითვალისწინება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას. ასეთი პირების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსება არ გაიცემა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებულ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხული პირების სწავლის დასაფინანსებლად. რაც არ ზღუდავს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის უფლებას სწავლა გააგრძელოს (ჩაირიცხოს) ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული პრიორიტეტიული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე. ასეთი სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას არ იანგარიშებიან ის სტუდენტები, რომლებსაც შესაბამისი წლის პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისათვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი.
მუხლი 7.
უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ დოკუმენტის მომზადება და გამოცემა |
1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით უნივერსიტეტების მიერ რექტორის ერთიანი აქტის სამინისტროში წარდგენიდან 30 დღის ვადაში სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტებისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ დოკუმენტის შემუშავებას, რაც მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის შემუშავების დროს სამინისტრო ეყრდნობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სამინისტროს მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მოთხოვნილ ინფორმაციას გადასცემენ სამინისტროს.
3. დამტკიცების შემდეგ დოკუმენტი იგზავნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დოკუმენტის მიწოდებას შესაბამისი უნივერსიტეტებისათვის, ასევე სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის.
მუხლი 8.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება და პროგრამული დაფინანსების გადატანის შესაძლებლობა |
1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში პროგრამული დაფინანსების მიღება არ ზღუდავს უნივერსიტეტს მიიღოს სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტის მიერ ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტს არ აქვს უფლება სტუდენტს მოსთხოვოს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობიდან პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის საფასურის სრულად შევსებამდე დარჩენილი თანხის გადახდა.
3. პროგრამული დაფინანსების პარალელურად სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოპოვებული დაფინანსების გადატანა.
მუხლი 9.
პროგრამული დაფინანსების გაცემის დრო და უნივერსიტეტის მიერ წარსადგენი ინფორმაცია |
1. სამინისტრო პროგრამული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების სახაზინო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) მონაცემების შესაბამისად. ყოველსემესტრულად, პროგრამული დაფინანსების გადარიცხვის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამინისტროში წარადგენს უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შესაბამისი წლებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების მიხედვით, რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ცალ-ცალკე შექმნილ სიებს უნივერსიტეტების მითითებით.
2. უნივერსიტეტის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების შემცირების საფუძველი, ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნივერსიტეტი არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი პროგრამული დაფინანსების შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა.
მუხლი 10.
პროგრამული დაფინანსების შენარჩუნება/შეწყვეტა |
1. პროგრამული დაფინანსება უნივერსიტეტს ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით უნარჩუნდება შემდეგი წესით:
ა) პირველ ნოემბრამდე, თუ სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლა მობილობის ან შიდა მობილობის უფლებით პირველი აპრილის შემდგომ;
ბ) პირველ აპრილამდე, თუ სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლა მობილობის ან შიდა მობილობის უფლებით პირველი ნოემბრის შემდგომ.
2. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში წყდება პროგრამული დაფინანსების გაცემა.
3. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში პროგრამული დაფინანსება განხორციელდება ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში.
მუხლი 11.
პროგრამული დაფინანსების მიღების ფარგლებში უნივერსიტეტის უფლებები და ვალდებულებები |
1. უნივერსიტეტებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა შემდეგი შედეგების მიღწევაზე:
ა) თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება;
ბ) შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა;
გ) საუნივერსიტეტო მეცნიერების განსავითარებლად ახალი თაობების მომზადების ხელშეწყობა.
2. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს უნივერსიტეტები ვალდებულნი არიან სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია შემდეგი სტრუქტურის მიხედვით:
ა) პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნები, რისი მიღწევა სურს საშუალოვადიან პერიოდში და რა ძირითადი სამოქმედო გეგმები აქვს დასახული აღნიშნული მიზნების მისაღწევად;
ბ) პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობისა და მათი განათლების ხარისხის მოკლე ანალიზი, საპროგნოზო მაჩვენებლები და აღწერა;
გ) მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდონ საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია სამინისტროს.
3. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე პროგრამული დაფინანსების ამ წესით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ უნივერსიტეტები ვალდებულნი არიან სამინისტროში წარმოადგინონ ინფორმაცია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნების შესრულების საბოლოო შედეგების თაობაზე და მოახდინონ საბოლოო ანგარიშგება.
4. უნივერსიტეტი ვალდებულია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება მიმართოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და შესაბამისი პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის განსავითარებლად.
5. უნივერსიტეტი ვალდებულია პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხული სტუდენებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შემთხვევაში პროგრამული დაფინანსებით სტუდენტის ერთ ადგილზე გამოყოფილი თანხა გრანტის პროპორციული ოდენობით გამოიყენოს უნივერსიტეტის/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის.
მუხლი 12.
სამინისტროს უფლებამოსილება |
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული უნივერსიტეტების მიერ მიღწეული შედეგების შეფასების კომისიას (შემდგომში − კომისია).
2. კომისიას ტექნიკურ დახმარებას უწევს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველო.
მუხლი 13.
პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების შეფასება |
1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტების მიერ ამ წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისა და მათ მიერ დასახული მიზნების მიღწევის შესაფასებლად კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს შუალედური და საბოლოო შეფასება.
2. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში შუალედური შეფასებები გამოიყენება, როგორც საბოლოო შედეგის მიღწევისკენ პროგრესის მაჩვენებელი. ამ მიმართულებით, გაწეული ხარჯების განათლების ხარისხთან შესაბამისობისა და სტუდენტთა კონტინგენტის მონიტორინგის მიზნით ყოველი სასწავლო წლის ბოლოს შეჯამდება და გაანალიზდება თითოეულ უნივერსიტეტში:
ა) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხული სტუდენტების შეფასებების შესახებ მონაცემები;
ბ) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე სტუდენტთა რაოდენობის მაჩვენებლები.
3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების საბოლოო შეფასებისას ძირითადად გამოყენებულ იქნება ხარისხობრივი ინდიკატორები, რომლის საფუძველზე შეფასდება პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაწეული დაფინანსებით მიღებული შედეგების ხარისხი.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეფასებების გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაცია უნივერსიტეტებისათვის მომდევნო სასწავლო წლებში პროგრამული დაფინანსების მიცემაზე უარის თქმის შესახებ (რაც არ გულისხმობს უკვე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების შეწყვეტას).
დანართი 2
2015-2016 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო
1. 2015-2016 სასწავლო წელს სახელმწიფო სრულად აფინანსებს სტუდენტის სწავლის საფასურს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ქართულენოვანი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე: კოდი მიმართულება კოდიდარგი/სპეციალობა 01 აგრარული მეცნიერებანი 0101 აგრონომია 0102 ვეტერინარია 0103 მეცხოველეობა 0104 სასურსათო ტექნოლოგია 0105 სატყეო საქმე03 განათლება 0301 განათლების მეცნიერებები 0302 მასწავლებლის განათლება04 ინჟინერია 0404 საინჟინრო ფიზიკა 0405 ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია 0406 მშენებლობა 0415 აგროინჟინერია05 მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი 0501 მათემატიკა 0502 ფიზიკა 0503 ქიმია 0504 ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებები07 სოციალური მეცნიერებები 0701 ეკონომიკა10 ჰუმანიტარული მეცნიერებანი 1004 ისტორია 1005 ფილოლოგია, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით 1006 ფილოსოფია11 მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები 1101 არქიტექტურა 1115 არქეოლოგია შენიშვნა: მიმართულებების, დარგების/სპეციალობების ჩამონათვალი განისაზღვრება უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მიხედვით.2. 2. უნივერსიტეტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ საგანმანათლებლო პროგრამასა და ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დარგებს/სპეციალობებს შორის შესაბამისობა განისაზღვრება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს (დანართი №3) საფუძველზე. |
3. ამ ბრძანების პირველი დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული ადგილები:№ კოდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კვალიფიკაცია2015 წ. უსდ-მიერ დარეგისტ რირებული ადგილები001 სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარის მიხედვით1 0010101 ქართული ფილოლოგია ფილოლოგიის ბაკალავრი200 2 0010102 ისტორია ისტორიის ბაკალავრი150 3 0010103 არქეოლოგია არქეოლოგიის ბაკალავრი25 4 0010104 ფილოსოფია ფილოსოფიის ბაკალავრი25 5 0010124 დაწყებითი განათლება განათლების ბაკალავრი25 6 0010106 მათემატიკა მეცნიერებათა ბაკალავრი მათემატიკაში100 7 0010107 ფიზიკა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ფიზიკაში100 8 0010108 ქიმია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ქიმიაში100 9 0010109 ბიოლოგია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ბიოლოგიაში100 10 0010117 ეკონომიკა ეკონომიკის ბაკალავრი400 ჯამი 1225003 სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვალიფიკაცია1 0030101 მშენებლობა ინჟინერიის ბაკალავრი მშენებლობაში500 2 0030203 ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ბაკალავრი450 3 0030601 არქიტექტურა არქიტექტურის ბაკალავრი150 4 0030803 მათემატიკა მათემატიკის ბაკალავრი50 5 0030806 საინჟინრო ფიზიკა საინჟინრო ფიზიკის ბაკალავრი100 6 0031001 აგრარული ტექნოლოგიები აგრონომიის ბაკალავრი75 7 0031002 სასურსათო ტექნოლოგია სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრი120 8 0031003 სატყეო საქმე სატყეო საქმის ბაკალავრი100 9 0031004 აგროინჟინერია ინჟინერიის ბაკალავრი აგროინჟინერიაში80 10 0031005 მეცხოველეობა მეცხოველეობის ბაკალავრი75 11 0031006 აგრონომია ბაკალავრი აგრონომიაში75 12 0031007 ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია ბაკალავრი აგროინჟინერიაში75 13 0030408 ქიმია ქიმიის ბაკალავრი50 ჯამი1900 009 სსიპ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვალიფიკაცია1 0090101 ქართული ენა და ლიტერატურა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში150 2 0090107 არქეოლოგია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი არქეოლოგიაში30 3 0090108 ისტორია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ისტორიაში60 4 0090201 მათემატიკა მათემატიკის ბაკალავრი60 5 0090203 ფიზიკა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბაკალავრი ფიზიკაში15 6 0090204 ბიოლოგია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ბიოლოგიაში60 7 0090404 ეკონომიკა ეკონომიკის ბაკალავრი100 8 0090501 დაწყებითი განათლება განათლების ბაკალავრი210 9 0090605 ელექტრული ინჟინერია ინჟინერიის ბაკალავრი75 10 0090606 მშენებლობა ინჟინერიის ბაკალავრი მშენებლობაში60 11 0090901 აგრონომია აგრარულ მეცნიერებათა ბაკალავრი60 12 0090903 აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრი30 13 0090904 აგროინჟინერია აგროინჟინერიის ბაკალავრი30 14 0090703 სასურსათო ტექნოლოგიები სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრი30 ჯამი970 010 სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვალიფიკაცია1 0100402 მათემატიკა მეცნიერების ბაკალავრი მათემატიკაში50 2 0100403 ბიოლოგია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ბიოლოგიაში50 3 0100102 ქართული ფილოლოგია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში50 4 0100103 ისტორია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ისტორიაში50 5 0100104 ფილოსოფია ფილოსოფიის ბაკალავრი15 6 0100105 არქეოლოგია არქეოლოგიის ბაკალავრი30 7 0100106 დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა და სკოლამდელი აღზრდა განათლების ბაკალავრი50 8 0100404 ფიზიკა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ფიზიკაში15 ჯამი310 012 სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვალიფიკაცია1 0120101 მათემატიკა მათემატიკის ბაკალავრი30 2 0120201 ქიმია ქიმიის ბაკალავრი25 3 0120202 ბიოლოგია ბიოლოგიის ბაკალავრი25 4 0120203 ფიზიკა ფიზიკის ბაკალავრი10 5 0120301 ქართული ფილოლოგია ფილოლოგიის ბაკალავრი30 6 0120302 არქეოლოგია არქეოლოგიის ბაკალავრი25 7 0120303 ისტორია ისტორიის ბაკალავრი25 8 0120601 ეკონომიკა ეკონომიკის ბაკალავრი30 ჯამი200 071 სსიპ - თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვალიფიკაცია1 0710117 ქართული ენა და ლიტერატურა ფილოლოგიის ბაკალავრი55 2 0710118 ისტორია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ისტორიაში55 3 0710101 ბიოლოგია ბიოლოგიის ბაკალავრი40 4 0710115 დაწყებითი განათლება განათლების ბაკალავრი35 5 0710114 სასურსათო ტექნოლოგია სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრი43 ჯამი228 114 სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვალიფიკაცია1 1140101 დაწყებითი განათლება განათლების ბაკალავრი90 2 1140202 ეკონომიკა ეკონომიკის ბაკალავრი50 3 1140601 მშენებლობა ინჟინერიის ბაკალავრი მშენებლობაში50 4 1140603 აგრონომია (აგროტექნოლოგია, აგროეკოლოგია) აგრარულ მეცნიერებათა ბაკალავრი50 5 1140702 ქართული ფილოლოგია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში80 6 1140703 ისტორია ისტორიის ბაკალავრი50 7 1140802 ბიოლოგია ბიოლოგიის ბაკალავრი30 8 1140803 ქიმია ქიმიის ბაკალავრი15 9 1140901 ფიზიკა ფიზიკის ბაკალავრი15 10 1140902 მათემატიკა მათემატიკის ბაკალავრი30 ჯამი460 014 სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. ახალციხე, ქ. ახალქალაქი) კვალიფიკაცია1 0140105/ 0140106 ქართული ფილოლოგია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში120 2 0140101/ 0140102 ისტორია ისტორიის ბაკალავრი120 3 0140118/ 0140119 ეკონომიკა ეკონომიკის ბაკალავრი120 4 ჯამი360 საერთო ჯამი 5653 |