სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 27.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №348
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.019413
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/07/2016
matsne.gov.ge 229 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 96% 08.12.2016 სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 23.12.2016 სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 25.11.2016 სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 24.12.2021 სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 11.09.2018

დოკუმენტის ტექსტი

სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №348 2016 წლის 27 ივლისი ქ. თბილისი სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ​1“, „ჩ​1“ ქვეპუნქტებისა და მე-19 მუხლის და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​1 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: მუხლი 1🔗 საზღვარგარეთიდან პაციენტ ანა ავალიანის (დაბ. 26/08/2009, პ/ნ: 12950002076) სამედიცინო მომსახურების (პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება) დაფინანსება განხორციელდეს არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის პირობები განისაზღვროს შემდეგი სახით: 1. ვაუჩერის მიზნობრიობა – პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება საქართველოში. 2. ვაუჩერის ღირებულება – 25 500 (ოცდახუთი ათას ხუთასი) ევროს ეკვივალენტი ლარი. 3. ვაუჩერის ანაზღაურება ხორციელდება ერთჯერადად, შესაბამისი სამედიცინო ტრანსპორტირების განმახორციელებელ კომპანიასთან თანხის გადარიცხვის გზით. 4. ვაუჩერის განაღდებას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.  მუხლი 2🔗 მოქალაქე ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.  მუხლი 3🔗 ვაუჩერი დაფინანსდეს „2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №824 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, საბიუჯეტო სახსრებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, იანვარ-მარტის თვეებში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიიდან.  მუხლი 4🔗 საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, განახორციელოს აღნიშნული სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში შესაბამისი ცვლილებები. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის  27 ივლისიდან. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი