იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია
მიღების თარიღი 28.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №351
სარეგისტრაციო კოდი 370040000.10.003.019416
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/07/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.07.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, მიწის ღირებულების დადგენისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური რეგისტრაცია
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №351
2016 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებათა სისტემური რეგისტრაციის წარმოებისათვის შემდეგი დასახლებები:
1. კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი).
2. ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი).
3. არბოშიკი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი).
4. არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი).
5. სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი).
6. მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).
7. ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი).
8. ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი).
9. ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი).
10. საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი).
11. მზისგული (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი).
12. შუახევი (შუახევის მუნიციპალიტეტი).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ დასახლებებში საპილოტო პროექტის ფარგლებში სისტემური რეგისტრაციის სამუშაოების დაწყების დროს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საპილოტო პროექტის ფარგლებში უფლებათა რეგისტრაცია წარმოებს 2018 წლის 1 ივლისამდე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 31 ივლისიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი