1. კომისია განცხადებას განიხილავს მიღებიდან 2 თვეში. თუ საკუთრების უფლების აღიარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია 2 თვეზე მეტი, კომისია უფლებამოსილია, განცხადების განხილვის ვადა დამატებით გაზარდოს არაუმეტეს 6 თვისა.

2. ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადების/შუამდგომლობის მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. კომისიის გადაწყვეტილება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის საინფორმაციო დაფაზე.