ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს;
ბ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებელს/მერს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენი ანგარიში შედგენილი უნდა იყოს ამავე ორგანოს მიერ განსაზღვრული სარეკომენდაციო ინსტრუქციის შესაბამისად.
3. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 134-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია, კომისიას მოსთხოვოს დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი და ინფორმაცია, მათ შორის, სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციული წარმოების მასალები. კომისია ვალდებულია, მოთხოვნილი დოკუმენტი და ინფორმაცია სამინისტროს მიაწოდოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
გარდამავალი დებულება