სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №149
სარეგისტრაციო კოდი 010220020.22.027.016653
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2016
matsne.gov.ge 228 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 24.10.2019 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 16.02.2026 საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 27.02.2019 საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 22.09.2020 გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 24.06.2022

დოკუმენტის ტექსტი

სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №149 2016 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისია  (შემდგომში – „კომისია“) იქმნება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – „სააგენტო“) ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისა და აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონული ოფისების სამოქმედო ტერიტორიებზე. 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე კომისია იქმნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინიისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კომისია შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ორი წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე და მდივანი) ინიშნება სააგენტოს თანამშრომლებისგან, ხოლო თითო-თითო წევრი – საჯარო სამართლის იურიდიული პირების:  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, „იუსტიციის სახლისა“ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისგან, შესაბამისი უწყებების წარდგინებით. 3. კომისიის წევრის სამსახურიდან გათავისუფლება იმ უწყებიდან, რომელსაც იგი წარმოადგენს კომისიაში, ავტომატურად იწვევს კომისიის წევრის სტატუსის შეწყვეტას. 4. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც არის სააგენტოს თანამშრომელი. 5. კომისიის ერთ-ერთი წევრი (სააგენტოს თანამშრომელი) ასრულებს მდივნის მოვალეობას, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და კომისიის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებას. 6. კომისიის სამართლებრივ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სააგენტო. 7. სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით. 8. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი