საპატიო მაჭახლელის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.07.2016
ძალის დაკარგვა 28.02.2022
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.133.016190
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 762 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2016 მიღება
28.02.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საპატიო მაჭახლელის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2016 წლის 29 ივლისი ქ. ბათუმი საპატიო მაჭახლელის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს საპატიო მაჭახლელის წოდების მინიჭების წესი  დანართი №1-ის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს საპატიო მაჭახლელის მოწმობის ფორმა   დანართი №2. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 3 ივლისის №6/12 დადგენილება „საპატიო მაჭახლელის წოდების მინიჭების შესახებ“ (გაზეთი აჭარა, 2007 წ. -- -- № გვ.--). 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ბერიძე დანართი №1 საპატიო მაჭახლელის წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი  განსაზღვრავს „საპატიო მაჭახლელის“ წოდების მინიჭების სამართლებრივ   საკითხებსა და მათი განხილვის წესს.  2. „საპატიო მაჭახლელის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს, როგორც საქართველოს მოქალაქეს ასევე  მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ. 3. „საპატიო მაჭახლელის“ წოდება ენიჭება პიროვნებას მაჭახელის ხეობის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა მაჭახელის ხეობის ყველა თაობისათვის. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭებათ  კონკრეტული დამსახურებისათვის ან ხანგრძლივი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის. დაუშვებელია საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო. 4. საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია: მაჭახელის ხეობის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარების, აგრეთვე ადამიანთა უფლებების და თავისუფლების, უანგარო სიქველის და სიმამაცის, პატივგებისა და აღიარებისა. 5. „საპატიო მაჭახლელის“ წოდების ჩამორთმევა  შეუძლია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს საკრებულოსთან შეთანხმებით გამგებლის  მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე, „საპატიო მაჭახლელის“ წოდების მქონე პირის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის ან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო. 6. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა „საპატიო მაჭახლელის“ წოდება, უფლება აქვს უარი თქვას ამ წოდებაზე და შესაბამისი განცხადებით მიმართოს მუნიციპალიტეტის გამგებელს.  გამგებელი უფლებამოსილია, განიხილოს ეს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მუხლი 2🔗. „საპატიო მაჭახლელის“ წოდება  მიენიჭება „საპატიო მაჭახლელის“  წოდება, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს: ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება მაჭახლის ხეობისა  და ქვეყნის   წინაშე; ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და მაჭახლის ხეობის წინაშე ან/და მაჭახლის ხეობასთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. მუხლი 3🔗. „საპატიო მაჭახლელის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენება „საპატიო მაჭახლელის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს : ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3; ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) მუნიციპალიტეტის გამგებელს; დ) საზოგადოებრივ გაერთიანებას; ე)  საინიციატივო ჯგუფს, ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს მაჭახელის ხეობის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა. 2. „საპატიო მაჭახლელის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წარუდგენენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლს,  რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს: ა) „საპატიო მაჭახლელის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა წარმოჩინდეს „საპატიო მაჭახლელის“ წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; ბ) „საპატიო მაჭახლელის“ კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი დამოწმებული ასლი;  გ) „საპატიო მაჭახლელის“ მოქალაქეობის კანდიდატის ორი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე; დ) „საპატიო მაჭახლელის“ კანდიდატის წერილობითი თანხმობა „საპატიო მაჭახლელის“ მინიჭების თაობაზე ე) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები; ვ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე  ცნობილი ან „საპატიო მაჭახლელის“ წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები; 3. დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ამ დანიშნულებით შექმნილი  კომისია. 4. კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) „საპატიო მაჭახლელის“ წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ. 5. კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით და არსებული დოკუმენტაცია შეაქვს განსახილველად მუნიციპალიტეტის გამგებელთან. 6. გამგებელი წარმოდგენილი  მასალების საფუძველზე   იღებს გადაწყვეტილებას  წარმოდგენილი კანდიდატურისათვის საპატიო წოდების მინიჭების ან უარის თქმის თაობაზე. მუხლი 4🔗. „საპატიო მაჭახლელის“  წოდების მინიჭება „საპატიო მაჭახლელის“ წოდებას ანიჭებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. „საპატიო მაჭახლელის“ამ წოდების მინიჭებისას გადაეცემა „საპატიო მაჭახლელის“მოწმობა. 3. „საპატიო მაჭახლელის“წოდების მინიჭება, მოწმობის გადაცემა ხდება დაწესებულ სახალხო დღესასწაულზე „მახლობის“ ზეიმზე  ყოველწლიურად. 4. მოქალაქეს „საპატიო მაჭახლელის“წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქრები ან ფულადი ჯილდო. 5 . მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა „საპატიო მაჭახლელის“წოდება, შესაბამის მოწმობას, გადასცემს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მუხლი 5🔗. „საპატიო მაჭახლელის“  წოდების მქონე პირის („საპატიო მაჭახლელი“-ს ) უფლებები 1. „საპატიო მაჭახლელი“, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, მაჭახლის ხეობაში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობს მაჭახლის ხეობაში მცხოვრები ყველა მოქალაქე. 2. „საპატიო მაჭახლელი“ უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მაჭახელის ხეობის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი  თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე. მუხლი 6🔗. „საპატიო მაჭახლელის“ წოდების დამადასტურებელი მოწმობის, დიპლომისა და  მედლის  დამზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა. დანართი №2 „საპატიო მაჭახლელის“ მოწმობის ფორმა „საპატიო მაჭახლელის“ მოწმობა მაჭახელას ხეობის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ­­­­­­­­­­­­­­______________________________________________________________ (სახელი, გვარი) ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის გამგებლის ________  წლის __________ №_______ ბრძანებით, მიენიჭა „საპატიო მაჭახლელის“ წოდება ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის გამგებლი ____________________________                                                                                          (ხელმოწერა და ბეჭედი) .