„ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.143.016396
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2016 წლის 1 აგვისტო

ხაშური

„ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1🔗

„ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2015 წლის  11  ნოემბრის   №56  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2015  010250050.35.143.016365) შეტანილ იქნას ცვლილება და    დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე
დანართი №2

პირობებით გამოცხადებული აუქციონის

ხელშეკრულება

ხაშურის მუნიციპალიტეტი

პირობებით გამოცხადებული აუქციონის

ხელშეკრულება

№ -----

„-------” “--------    ------------------”                                                                                                                      ხაშური

(რიცხვი, თვე, წელი)

წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------

(აუქციონში გამარჯვებულის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ პირადი №, იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი №, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის  “მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” №669 დადგენილების საფუძველზე

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------

(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა)

მდებარე ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------

(ქონების  მისამართი)

ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: -------------------------
----------                (----------------------------------------) ლარი.

(ციფრებით)       (სიტყვიერად)

შემდგომი პრივატიზების მიზნით ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის მიერ ჩატარებულ ----№--- აუქციონზე №------ლოტზე  მის მიერ

შემოთავაზებული ფასის: ---------------------------–––––––------------------------------------------------------

------------------

(ციფრებით)                     (სიტყვიერად)

საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – აუქციონში გამარჯვებული) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის  “მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” №669 დადგენილების საფუძველზე, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №---- ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა

------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------

(შემდგომში– ქონება)

(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი,  ქონების სხვა აღწერილობა) აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

(აუქციონის პირობები:)

ა) აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: -------------------------------------------

----  (-----------------------)  ლარი

(ციფრებით)                  (სიტყვიერად)

გადაიხადოს  აუქციონის ჩატარებიდან -----------------------------------------------------------------

-----------------------------------  ვადაში

(აუქციონის პირობებით გათვალისწინებული ვადა)

შემდეგ საბანკო ანგარიშზე -

ა) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------

ბ) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------

გ) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------

დ) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------

სხვა პირობები და ვალდებულებები:

ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე, აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში, ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია აუქციონატორს.

აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ხაშურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გადასცეს სხვას სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იგივე პირობებით, რაც გათვალისწინებულია ოქმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წინასწარ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.

შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს აუქციონში გამარჯვებულის უფლებამონაცვლეს.

ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ხაშურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სრული საპრივატიზებო

საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1% - დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) აუქციონში გამარჯვებულის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე - აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%.

ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი „ბე“ ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება;

აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის, მომსახურების საფასურის და განვადების საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ.  ხოლო, წილებისა და აქციების შემთხვევაში - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ქონების შემძენი.

აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი „ბე“ ჩაითვლება ანგარიშსწორებისას.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან.

იმ შემთხვევაში თუკი ოქმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეზღუდვები, აღნიშნული განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვისა და განვითარებისთვის გასათვალისწინებელი პირობა.

პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით.

წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა  3  წელი.

ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი რჩება გამყიდველს, ხოლო ერთი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს.

აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს, და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას.

ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:

ა) ამონაწერი საჯარო და/ან სამეწარმეო  რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სხვა მოთხოვნები:

აუქციონატორი:

(ხელმომწერი)

------------------------------------------------------------------ --------------------------------------------
-----------------------------

(რეკვიზიტები)                                                                       (ხელმოწერა)

აუქციონში გამარჯვებული პირი

(ხელმომწერი)

--------------------------------------------------                                    -----------------------------------
---------------

(რეკვიზიტები)                                                      (ხელმოწერა)

--------------------------------
---------------------    ბეჭდის ადგილი

დანართი №3

პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის

ხელშეკრულება

ხაშურის მუნიციპალიტეტი

პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის

ხელშეკრულება

№-----

„-------” “--------    ------------------”                                                                                                                              ხაშური

(რიცხვი, თვე, წელი)

წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმდა  -

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(აუქციონში გამარჯვებულის –
ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ პირადი №, იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი №, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)

მასზედ,     რომ    საქართველოს    ორგანული     კანონის    „ადგილობრივი    თვითმმართველობის    კოდექსის“    და

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის  “მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” №669 დადგენილების საფუძველზე

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა)

მდებარე - ------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების   მისამართი)

ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: -----------------------    (-----------------------------) ლარი.

(ციფრებით)                  (სიტყვიერად)

შემდგომი პრივატიზების მიზნით ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის მიერ გამართულ ----№----აუქციონზე № ---ლოტზე მის მიერ

შემოთავაზებული ფასის: ---------------------------–––––––----------------------------------------------------------------------------

------

(ციფრებით)                                    (სიტყვიერად)

საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 -- წლის №----------  დადგენილების საფუძველზე, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი № ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(შემდგომში– ქონება)

(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი,  ქონების სხვა აღწერილობა)

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

(აუქციონის პირობები:)

ა) აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური:  --------  (----------------------)  ლარი

(ციფრებით)                  (სიტყვიერად)

გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან  15(კალენდარული) დღის ვადაში

შემდეგ საბანკო ანგარიშზე -

ა)___________________________________________________________________________________________

________

ბ)____________________________________________________________________________________

_______________

გ)____________________________________________________________________________________

_______________

დ)________________________________________________________________________________

___________________

სხვა პირობები და ვალდებულებები:

1. ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე, აუქციონში  გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში, ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია               ქონების შემდგომი გამოყენებისას  დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აუქციონის პირობები, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლებისდადასტურებამდე, ხაშურის   მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.

ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ხაშურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ    მათი დადასტურების მომენტიდან.

თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის სრულ საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების

საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი „ბე“ ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ უნაზღაურდება;

6.აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი „ბე“ ჩაითვლება ანგარიშსწორებისას.

7. ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.

8.საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ქონების შემძენი.

წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა  3  წელი.

ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი რჩება გამყიდველს, ხოლო ერთი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს.

აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე  ხელშეკრულებას.

ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:

ა)  ამონაწერი საჯარო და/ან სამეწარმეო  რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა:

აუქციონატორი:

(ხელმომწერი)

---------------------------------------------------------                                          --------------------------

------------------------
------

(რეკვიზიტები)                                                                         (ხელმოწერა)

აუქციონში გამარჯვებული პირი

(ხელმომწერი)

-----------------------------------------------------------------                                  --------------------------------
-----------------------

(რეკვიზიტები)                                                                        (ხელმოწერა)

----------------------------------------------------

------    ბეჭდის ადგილი