„გორის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2019 წლის 12 აპრილი ქ. გორი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge , 16/03/2018 ; 040170050.35.148.016466) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს ახალი დანართი №1-ით. ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №3 შეიცვალოს ახალი დანართი № 3-ით. გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №4 შეიცვალოს ახალი დანართი №4-ით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №3
გორის მუნიციპალიტეტი პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულება
N----- “-------”“--------------20----წ” ქ.გორი
1. წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო (აუქციონში გამარჯვებულის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 08.12.214წ №669 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად
(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა)
მდებარე : - --------------------------------------------- ------------------------------------------- (ქონების მისამართი)
ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: ------ (------) ლარი. (ციფრებით) (სიტყვიერად)
შემდგომი პრივატიზების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის ან მისი განსაზღვრული იურიდიული პირის მეშვეობით ჩატარებულ -------- აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის: ---------------------------–––––––---------------------------------------------------------------------- (ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – აუქციონში გამარჯვებული) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საქართველოს მთავრობის 08.12.214 წლის №669 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №------- ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა:
შემდგომში – ქონება)
(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის პირობების მიხედვით :
2.1. აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: --------- (-----------------------------------) ლარი (ციფრებით)-(სიტყვიერად) გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან -------- (---------------კალენდარული) დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
2.2 ბანკის დასახელება:-----------------------------------------------------------------------------------
2.3. ბ/კოდი :000000000
2.4. ანგ № 00000000
2.5. სახვა დამატებითი ინფორმაცია:-------------------------------------------------------------------------
3. სხვა პირობები და ვალდებულებები:
3.1.ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე, აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში, ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე;
3.2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტს (აუქციონატორს);
3.3. აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გადასცეს სხვას სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი;
3.4. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულია ოქმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში ქონების გასხვისების შესახებ წინასწარ წერილობით უნდა შეთანხმდეს მუნიციპალიტეტთან;
3.5. შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს აუქციონში გამარჯვებულის უფლებამონაცვლეს;
3.6. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიერ მისი ოფიციალურად (წერილობითი ფორმით) დადასტურების მომენტიდან;
3.7. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1% – დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% – დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) აუქციონში გამარჯვებულის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე – ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%.
3.8. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. აუქციონში გამარჯვებული კარგავს საკუთრების უფლებას ქონებაზე, მას არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, ამასთან, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება;
3.9. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის და განვადების საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო წილებისა და აქციების შემთხვევაში – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით;
3.10. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას მარეგისტრირებელ ორგანოში უზრუნველყოფს მესაკუთრე;
3.11. აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი ბე ჩაითვლება ანგარიშსწორებისას;
3.12. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან;
3.13. იმ შემთხვევაში, თუკი ოქმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეზღუდვები, აღნიშნული განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვის, განვითარებისთვის ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებისათვის გასათვალისწინებელი პირობა;
3.14. პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით;
3.15. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
3.16. პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
3.17. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ერთი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს.
3.18. აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს, და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას.
3.19. ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო და/ან სამეწარმეო რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. მხარეები: საჯარო სამართლის იურიდიული პირი
გორის მუნიციპალიტეტი ან შესაბამისი აუქციონატორი:
(ხელმომწერი)
---------------------------------------------------------------------------- (რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
აუქციონში გამარჯვებული პირი :
(ხელმომწერი)
-------------------------------------------------- ------------------------------- (რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
---------------------------------- ბეჭდის ადგილი.
|