ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.107.016223
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №21

2016 წლის 1 აგვისტო

დაბა ჩხოროწყუ

 

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/07/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.107.016218) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილების  პირველი მუხლის „ა“ პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.107.016134) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-7 მუხლის მე–3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) ამ დებულებით დადგენილი წესით ახდენს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“-„ა.გ“, „ბ.ა“-„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“;

ბ) მე-7 მუხლის მე–3  პუნქტის „ე.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ვ1“ ქვეპუნქტი:

„ე.ვ1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“;

გ) 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. გამგეობის მოხელე, ამ დებულების მე-7 მუხლის მე–3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება.

32. ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის  „ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები, კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება.“;

დ) 33-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება

1. გამგეობის თანამდებობის პირების და სხვა მოხელეების, აგრეთვე ამ დებულების  მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით.

2. გამგეობის თანამდებობის პირის (გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება გამგებელთან  და შემდგომ - სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

3. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს,  გამგეობის  თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო აღმასრულებელ ორგანოს/გამგეობას − გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.08.2016.
როდის იქნა მიღებული „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 01.08.2016. მიმღები ორგანო — ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.107.016223.
რამდენი მუხლისგან შედგება „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.08.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №21, 01.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016223 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3359373/