„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.07.2016 ძალადაკარგული 01.08.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.107.016218
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2016 წლის 1 ივლისი

დაბა ჩხოროწყუ

 

 

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილეაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.107.016134) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე.ზ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ზ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;

ბ)  მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ვ1“   ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ1) ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით  ახორციელებს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) შეტყობინების  მიწოდებას, გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენასა  და გაცემას, პირის  გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის სამოქალაქო  აქტების რეგისტრაციიის ორგანოში გაგზავნას.“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების ,,ბ“ პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების ,,ბ“ პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 3 ივლისიდან.


საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეკობა ჯიქია