სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1480
2016 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ
1. „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება და სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხოს ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული უძრავი ქონებები, ამავე განკარგულების №2 დანართით წარმოდგენილი კოორდინატების შესაბამისად, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის გათვალისწინებით.
2. ამ განკარგულების №1 დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრულ, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წოდორეთში, მშრალი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ტყის ფონდიდან ამოსარიცხ 29 920 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოქცეულ შპს „გნოლზე“ (შემდგომში - ლიცენზიანტი) 2002 წლის 3 დეკემბერს გაცემული №007 ლიცენზიის ფარგლებში არსებული 11 503 კვ.მ ფართობის ტყის ფონდიდან ამორიცხვა განხორციელდეს ლიცენზიანტის მხრიდან შესაბამისი თანხმობის მოპოვებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.07.2016.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ“?
- „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ“ მიღებულია 21.07.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1480. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021893.
- სად არის „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.07.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ“, №1480, 21.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021893 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3361567/