საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 220 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის პროექტის II სეგმენტის მეორე სექციის (კმ 7.7 - კმ 40.8) განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
მიღების თარიღი 21.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1484
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021897
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.07.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 14.12.2010
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 220 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის პროექტის II სეგმენტის პირველი სექციის (კმ 0 - კმ 7.7) განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 220 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის პროექტის I სეგმენტის პირველი (კმ 0-კმ 30.8), მე-2 (კმ 30.8-კმ 57.91) და მე-3 (კმ 57.91-კმ 89.96) სექციების განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 220 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის პროექტის II სეგმენტის მე-2 (კმ 19,2 - კმ 39,5) და მე-3 (კმ 39,5- კმ 52,2) სექციის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 220 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის პროექტის II სეგმენტის პირველი სექციის (კმ 0 - კმ 19,2) განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 220 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის პროექტის II სეგმენტის მესამე სექციის (კმ 40.8-კმ 52.6) განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 220 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის პროექტის II სეგმენტის მეორე სექციის (კმ 7.7 - კმ 40.8) განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
span.PlainTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 45.0pt 62.95pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1484
2016 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 220 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის პროექტის II სეგმენტის მეორე სექციის (კმ 7.7 - კმ 40.8) განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების (ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი) ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 2 ოქტომბრის №2683-Iს დადგენილებით), „ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მოსახლეობასა და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, რომელიც ასახულია მსოფლიო ბანკთან შეთანხმებულ განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტში.
2. შეთანხმებულ იქნეს მსოფლიო ბანკის მიერ 2016 წლის 6 ივლისს შეთანხმებული ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ორჯაჭვიანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის II სეგმენტის მეორე სექციის (კმ 7.7 - კმ 40.8) თანდართული განსახლების სამოქმედო გეგმა (RAP).
3. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტისა და განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად:
ა) მოახდინოს ახალციხიდან ბათუმამდე 220 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის II სეგმენტის მეორე სექციის (კმ 7.7 – კმ 40.8) ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობისგან პროექტის მიზნებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების, მათზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების (ქონების) რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვასა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციასთან დაკავშირებული თანხების ანაზღაურება, საჭირო მიწის ნაკვეთების და ქონების გამოსყიდვა და სხვა სახის კომპენსაციის გაცემა;
ბ) უზრუნველყოს ასაშენებელი „ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ორჯაჭვიანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, ანძის პოლიგონების განთავსებისათვის საჭირო, სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საკუთრებად რეგისტრირებული ან/და დასარეგისტრირებელი ქონების იდენტიფიცირება, დასარეგისტრირებელი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, ამ დოკუმენტაციის სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებამოსილების მქონე უწყებისათვის წარდგენა.
4. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს:
ა) ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ ქონების, რომელიც რეგისტრირებულია მათ საკუთრებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში მათი გადაცემის საკითხის განხილვა;
ბ) ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ქონებაზე, რომელიც იმყოფება ახალციხიდან ბათუმამდე 220 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის
II სეგმენტის მეორე სექციის (კმ 7.7 - კმ 40.8) ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობის
სარგებლობაში, განახორციელონ სათანადო ღონისძიებები, მოსახლეობის მიერ აღნიშნულ ქონებებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით.
5. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიმართვისა და მათ მიერ წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე, უზრუნველყოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიმართვის საფუძველზე, ამ განკარგულების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ქონების სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში შეტანა, შემდგომში სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ ამავე ქონების სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალში შეტანის მიზნით.
6. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიმართვისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ,
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მისი მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ახალციხიდან ბათუმამდე 220 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის II სეგმენტის მეორე სექციის (კმ 7.7 - კმ 40.8) ზემოქმედების არეალში მოხვედრილი ფიზიკური პირები გათავისუფლდნენ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურისგან.
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 220 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის პროექტის II სეგმენტის მე-2 (კმ 19.2 - კმ 39.5) და მე-3 (კმ 39.5 - კმ 52.2) სექციის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 ივნისის №1205 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი