ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების ვადაგაგრძელებულ და განმეორებით აუქციონზე გასხვისების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.08.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №157
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016368
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2016
matsne.gov.ge 431 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 13.04.2018 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 27.01.2016 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 02.03.02.653) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 12.10.2021 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 02.03.04.920) მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 23.06.2021 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 04.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების ვადაგაგრძელებულ და განმეორებით აუქციონზე გასხვისების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №157 2016 წლის 5 აგვისტო ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების ვადაგაგრძელებულ და განმეორებით აუქციონზე გასხვისების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის „ა“ პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 119-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 669-ე დადგენილების მე-13 და 38-ე მუხლების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების ვადაგაგრძელებულ და განმეორებით აუქციონზე გასხვისების წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე დანართი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების ვადაგაგრძელებულ და განმეორებით აუქციონზე გასხვისების წესი ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო და მიზანი 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების ვადაგაგრძელებულ და განმეორებით აუქციონზე გასხვისების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო ან/და ელექტრონული აუქციონის გზით განუკარგავი ქონების ვადაგაგრძელებულ და განმეორებით აუქციონზე განკარგვის წესსა და პირობებს. 2. ამ წესის მიზანია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის პირობების ცვლილების ერთიანი წესის შემუშავება. 3.  ვადაგაგრძელებულ და განმეორებით აუქციონის განმახორციელებელი ორგანოა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია. ძირითადი დებულებები მუხლი 2🔗. ზოგადი წესი ვადაგაგრძელებული აუქციონის ჩატარების შესახებ 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით ტარდება ვადაგაგრძელებული აუქციონი, თუ: ა) არ მოხდა საპრივატიზაციო გეგმით გათვალისწინებული ქონების საჯარო აუქციონის გზით განკარგვა; ბ) არ მოხდა საპრივატიზაციო გეგმით გათვალისწინებული ქონების ელექტრონული აუქციონის გზით განკარგვა. 2. განუკარგავ ქონებას წარმოადგეს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული, საპრივატიზაციო გეგმით გათვალისწინებულ ქონება, რომლის შესაბამის ლოტზეც არ გაკეთებულა ბიჯი აუქციონის მიმდინარეობის პერიოდში ან აუქციონის შედეგები გამოცხადდა ჩაშლილად. მუხლი 3🔗. ზოგადი წესი განმეორებითი აუქციონის ჩატარების შესახებ 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით ტარდება განმეორებითი აუქციონი, თუ ა) არ მოხდა საპრივატიზაციო გეგმით გათვალისწინებული ქონების ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის გზით განკარგვა; ბ) არ მოხდა საპრივატიზაციო გეგმით გათვალისწინებული ქონების ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონის გზით განკარგვა. 2.  განმეორებითი აუქციონის ჩატარებისას საპრივატიზაციო გეგმით გათვალისწინებული ქონების საწყისი საპრივატიზაციო საფასური შემცირდეს 25%-ით, მაგრამ არანაკლებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის ოდენობისა. 3. თუ არ მოხდა საპრივატიზაციო გეგმით დამტკიცებული ქონების განმეორებით აუქციონის გზით განკარგვა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი საწყისი საპრივატიზაციო საფასური შემცირდეს 1/3-ით, მაგრამ არანაკლებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის ოდენობისა. მუხლი 4🔗.  ვადაგაგრძელებული და განმეორებითი აუქციონის ჩატარების შესახებ 1.   გადაწყვეტილებას ვადაგაგრძელებული აუქციონის ჩატარების შესახებ იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, აღნიშნული წესის შესაბამისად.   2.   გადაწყვეტილებას განმეორებითი აუქციონის ჩატარების შესახებ იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, აღნიშნული წესის შესაბამისად.   დასკვნითი დებულებები მუხლი 5🔗. ინფორმაციის გამოქვეყნების წესი ინფორმაცია ვადაგაგრძელებული და განმეორებითი აუქციონის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის იფიციალურ ვებგვერდზე www.rustavi.gov.ge- ზე.