საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1552
2016 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს თანხმობა, დაბა ხარაგაულსა და დაბა ლენტეხში მშენებარე მრავალპროფილური საავადმყოფოების ფუნქციონირებისათვის საჭირო ავეჯის, საოჯახო ტექნიკის, ტელე და აუდიოვიზუალური აპარატურისა და გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების (CPV39100000; CPV39700000; CPV32320000; CPV42512000) შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ სახელმწიფო პროგრამის (პროგრამული კოდი: 35 04) ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი