საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1679
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022112
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1679

2016 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის თაობაზე

 „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს თანხმობა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მშენებარე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრისა და ქ. თბილისში მშენებარე სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბავშვთა კორპუსის საავადმყოფოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ავეჯის, საოჯახო ტექნიკის, ტელე- და აუდიოვიზუალური აპარატურის და გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების (CPV39100000; CPV39700000; CPV32320000; CPV42512000) შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანო­ნით გათვალისწინებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ სახელმწიფო პროგრამის (პროგრამული კოდი: 35 04) ასიგნებების ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                          გიორგი კვირიკაშვილი