„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №382 |
|
2016 წლის 4 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2016, 470230000.10.003.019066) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის:
1. მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“: ი.ა) ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა; ი.ბ) ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესყიდვა; ი.გ) მშენებლობის საპროექტო მომსახურების შესყიდვა.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-2 მუხლის „ა.ა“, „ა.ბ“, „ბ.ბ“, „გ.ბ“, „ე.გ“, „ვ.ბ“, „ვ.გ“, „ზ.ბ“, „ი.გ“, „კ“, „ლ“, „ნ.ა“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 29 879.7 ათასი ლარით:
|
|