„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორებისა და მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის დამატებითი წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №143 |
|
2016 წლის 5 აგვისტო ქ. ქუთაისი |
„7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც უძრავი ქონებით (მიწის ნაკვეთი) სარგებლობის ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა, იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რეგისტრირებული იყო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (ძალადაკარგულია 2007 წლის 11 ივლისს), როგორც სახელმწიფო საკუთრება და რომელიც ამჟამად წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და მასზე აღმართულია ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები, ან აშენებული შენობა-ნაგებობა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქონებით მოსარგებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი) სარგებლობაში გადაცემა პირდაპირი განკარგვის წესით, იმ ტერიტორიულ ზონაში დადგენილი საიჯარო ქირის არანაკლებ სამმაგი ოდენობის წლიური საიჯარო ქირის საფასურის გადახდით, ყოველ კონკრეტულ განსაზღვრულ საანგარიშო წელიწადზე, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ტერიტორია არ წარმოადგენს ისეთ ტერიტორიას, რომლის გამოყენებაც ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია სხვა დანიშნულებით, რომელზედაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით“.
|