“ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ივლისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №73 |
|
2018 წლის 22 ივნისი დაბა ხულო |
„მუხლი 1. დამტკიცდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ" დებულება, თანახმად დანართი 1-ისა“.
2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №1
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი და საწვავი მასალების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) – ხულოს მუნიციპალიტეტის მერია.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
1. ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.
1. ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.
2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელის (მერის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
5. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები.
6. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
7. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
8. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
1. ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.
2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას.
3. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალკ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
4. ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტის მერი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ამტკიცებს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა.
5. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები, რომლებიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.
6. ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას.
ქონების განკარგვა, რომელიც ქონების ჩამოწერის შემდეგ ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსადეგარია, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაცია.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანიზაცია.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №2
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პრინციპებს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი და საწვავი მასალების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. დაწესებულება – ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში – ა(ა)იპ).
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
1. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა ხდება ა(ა)იპ-ის მიერ ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონების სარგებლობაში განკარგვა, ასევე მცირეფასიანი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის გარეშე განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
3. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანხმობით.
ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.
1. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.
2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით.
3. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი.
4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე.
5. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
6. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები.
7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
8. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
9. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
1. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.
2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას.
3. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალკ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
4. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელი ამტკიცებს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილ ჩამოსაწერი მცირეფასიანი აქტივების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერა.
5. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხა შესაბამის მასალებთან ერთად (საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ღირებულების დადგენისა ან/და ლიკვიდაციის აქტები) დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ძირითადი აქტივების ჩამოწერის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს.
6. ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
7. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები, რომლებიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.
8. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას.
1. ჩამოწერილი ქონების (გარდა მე-8 მუხლით განსაზღვრული ქონებისა) რეალიზაცია ხორციელდება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით. ამ დროს არ გამოიყენება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
2. რეალიზაციიდან მიღებული თანხა ირიცხება დაწესებულების ანგარიშზე.
1. ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი დაწესებულება.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულება.“.
|