„საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 05.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/411
სარეგისტრაციო კოდი 010330000.22.024.016456
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.08.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი „სტანდარტული შეთანხმების წერილი გაეროს განვითარების პროგრამასა და სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის მომსახურების გაწევის თაობაზე გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდი“ განვითარების ხელშეწყობის“ პროექტისთვის“ საგრანტო დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/411
2016 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
დაწესდეს ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის’’ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის’’ წოდებები.
2.
შემოღებულ იქნეს სპეციალური სამკერდე ნიშნები შემდეგი დასახელებით: ,,საქართველოს დამსახურებული მშენებელი’’ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი’’.
3.
დამტკიცდეს ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის’’ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის’’ წოდებათა მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების წესის შესახებ დებულება (დანართი №1).
4.
დამტკიცდეს ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის’’ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის’’ სპეციალური სამკერდე ნიშნების ნიმუშები (დანართი N2).
5.
დამტკიცდეს ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის’’ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის’’ წოდებათა დამადასტურებელი სიგელების ნიმუშები (დანართი N3).
6.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი
დანართი N1
დებულება საქართველოს დამსახურებული მშენებლისა და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდებათა მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების წესის შესახებ
1. ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის’’ და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის’’ წოდებები საქართველოს კანონის ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ’’ მე-11 მუხლის შესაბამისად მიენიჭებათ საქართველოს ტერიტორიაზე მოღვაწე მშენებლებს, დამპროექტებლებსა და არქიტექტორებს, რომლებმაც სპეციალობის მიხედვით იმუშავეს არანაკლებ ოცი წელი და გამოირჩევიან ავტორიტეტით კოლეგებსა და საზოგადოებაში.
2. გადაწყვეტილებას ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის’’ და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის’’ წოდების მინიჭების შესახებ იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში - მინისტრი) სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
3. შუამდგომლობას ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის’’ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის’’ წოდებათა მინიჭების შესახებ კომისიას წარუდგენენ: პროფესიონალური კავშირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სამშენებლო, სამონტაჟო, სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო ორგანიზაციები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
4. ,,საქართველოს დამსახურებულ მშენებელს’’ და ,,საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორს’’ გადაეცემათ წოდების დამადასტურებელი სიგელები მინისტრის ხელმოწერით და სპეციალური სამკერდე ნიშნები.
5. დაჯილდოებულები სამკერდე ნიშნებს ატარებენ მკერდის მარჯვენა მხარეს.
დანართი №2
1. სამკერდე ნიშანი ,,საქართველოს დამსახურებული მშენებელი’’
2. მასალა – მოოქროვილი თითბერი.
3. მედლის აღწერილობა:
ა) ავერსი: სამკერდე ნიშანი ,,საქართველოს დამსახურებული მშენებელი’’ წარმოადგენს მრგვალ, ოქროსფერი მეტალის მედალიონს, რომლის ცენტრში გამოსახულია აშოტ კუროპალატი - ტაო-კლარჯეთში ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელი, რომელსაც ხელში უჭირავს სამონასტრო ეკლესიის მაკეტი. სამკერდე ნიშანზე ამოტვიფრულია წარწერა: ,,საქართველოს დამსახურებული მშენებელი’’. სამკერდე ნიშანი ლითონის დეტალით უკავშირდება ბაფთას;
ბ) ბაფთა: მუქი წითელი ფერის.
1. სამკერდე ნიშანი ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი’’
2. მასალა – მოოქროვილი თითბერი.
3. მედლის აღწერილობა:
ა) ავერსი: სამკერდე ნიშანი ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი’’ წარმოადგენს მრგვალ, ოქროსფერი მეტალის მედალიონს, რომლის ცენტრში გამოსახულია აშოტ კუროპალატი - ტაო-კლარჯეთში ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელი, რომელსაც ხელში უჭირავს სამონასტრო ეკლესიის მაკეტი. სამკერდე ნიშანზე ამოტვიფრულია წარწერა: ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი’’. სამკერდე ნიშანი ლითონის დეტალით უკავშირდება ბაფთას;
ბ) ბაფთა: მუქი წითელი ფერის.
დანართი N3