სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №197/ნ |
|
2019 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი |
|
და სპორტის სამინისტრო
მოწმობა
სერია –––––– № ––––––
მიეცა --------------------------------------------------------------------------------------------------,
რომელიც ––––––– წელს შევიდა და ––––––– წელს დაამთავრა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– და მიიღო შემდეგი შეფასებები:
1.–––––––––––––––––––––––––––– 10.–––––––––––––––––––––––––––
2.–––––––––––––––––––––––––––– 11.–––––––––––––––––––––––––––
3.–––––––––––––––––––––––––––– 12.–––––––––––––––––––––––––––
4.–––––––––––––––––––––––––––– 13.–––––––––––––––––––––––––––
5.–––––––––––––––––––––––––––– 14.–––––––––––––––––––––––––––
6.–––––––––––––––––––––––––––– 15.–––––––––––––––––––––––––––
7.–––––––––––––––––––––––––––– 16.–––––––––––––––––––––––––––
8.–––––––––––––––––––––––––––– 17.–––––––––––––––––––––––––––
9.–––––––––––––––––––––––––––– 18.–––––––––––––––––––––––––––
დირექტორი ------------------
პასუხისმგებელი პირი -----------------
გაცემის თარიღი
ბ. ა.
Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia
Certificate
of graduating from the Out-of-school Educational Institution
Series ______________________ № ______________
This is to certify that _____________ was enrolled at the Out-of-school Educational Institution in _____
and graduated in______________ with the following grades:
1.____________________________ 10.___________________________
2.____________________________ 11.___________________________
3.____________________________ 12.___________________________
4.____________________________ 13.___________________________
5.____________________________ 14.___________________________
6.____________________________ 15.___________________________
7.____________________________ 16.___________________________
8.____________________________ 17.___________________________
9.____________________________ 18.___________________________
Director _________________________
Responsible person _________________________
Date of issue
Seal
სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმის აღწერილობა და მახასიათებლები
1. მოწმობის გარეკანზე (პირველ გვერდზე) ქართულ ენაზე იბეჭდება წარწერა – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მცირე გერბი და „მოწმობა“.
2. მოწმობის მეორე მხარეს ქართულ (მარჯვენა მხარე) და ინგლისურ ენაზე (მარცხენა მხარე) იბეჭდება: სამართალსუბიექტის სრული სახელწოდება – „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების ... “, დოკუმენტის დასახელება – „სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა“, დოკუმენტის სერია, ნომერი; მოწმობის მფლობელის სახელი, გვარი, სწავლის დაწყებისა და დამთავრების თარიღი, შესაბამისი სკოლისგარეშე საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების სრული სახელწოდება სამართლებრივი ფორმის მითითებით, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება საფეხურის აღნიშვნით, სწავლის პერიოდში მიღებული საბოლოო შეფასებები (საგნების მიხედვით), დირექტორისა და მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერები. დაწესებულების ბეჭედი და მოწმობის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი).
3. მოწმობა უნდა დამზადდეს 240 მმ. ცარცის ქაღალდზე A4 ზომით. მოწმობის გარეკანზე მიეთითება სამართალსუბიექტის სახელწოდება – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც უნდა შესრულდეს შავი ფერით, ასევე წარწერა – მოწმობა (დიდი შრიფტით) და მცირე სახელმწიფო გერბი. მოწმობის მეორე მხარეს ყველა წარწერა (ქართულ და ინგლისურ ენებზე), ხაზები და მათი ნუმერაცია უნდა შესრულდეს შავი ფერით. მოწმობის მეორე მხარეს განლაგებული (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ტექსტი უნდა იყოს ჩასმული ვერცხლისფერ დეკორატიულ დამცავ ჩარჩოში.
დანართი №2
სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესი
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების (შემდგომში – ფორმები) გაცემას უზრუნველყოფს მის მიერ დაფუძნებულ სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.
2. ფორმების დაკვეთას ახორციელებს სამინისტრო მის მიერ შერჩეულ შესაბამის პოლიგრაფიულ საწარმოში ხელშეკრულების საფუძველზე.
3. პოლიგრაფიული საწარმოდან ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამინისტროს მიერ სპეციალურად ამ მიზნით გაცემული მინდობილობა.
1. ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.
2. ფორმების შენახვა-გაცემას სამინისტროში უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი, რომელიც პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანილ ფორმებს იბარებს მიღება-ჩაბარების აქტით.
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს ფორმების გაცემის რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში.
2. ფორმების მისაღებად სამინისტროში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარმოდგენილი უნდა იქნეს დაწესებულების დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული განაცხადი და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კურსდამთავრებულთა სიები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) საბოლოო შეფასებებით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში.
3. სამინისტროდან ფორმების გატანის უფლება აქვს დაწესებულების დირექტორს, ან სათანადო მინდობილობისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე, დაწესებულებაში მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
4. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინახება სამინისტროში.
1. სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსება ხორციელდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში კურსდამთავრებულის მიერ მიღებული შეფასებების აღნიშვნით.
2. მოწმობების რეგისტრაციას, შენახვას და გაცემას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.
3. გაცემული მოწმობების ქსეროასლები, დამოწმებული დაწესებულების ბეჭდითა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ინახება დაწესებულებაში.
1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა შეიძლება შევსების დროს დაშვებული შეცდომისა ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ერთი ნახევარი (ქართული ნაწილი) ინახება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ნახევარი (ინგლისური ნაწილი) წარედგინება სამინისტროს კომისიის აქტთან და ოქმთან ერთად, რის საფუძველზეც გაიცემა მოწმობის ახალი ფორმა.
4. დაკარგული მოწმობის ნაცვლად ახალი მოწმობა გაიცემა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების დაცვით.
5. სამინისტროში ფორმის დაზიანების შემთხვევაში მოწმობის უვარგისი ფორმის ჩამოწერა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე.