ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ
მიღების თარიღი 05.08.2016
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016204
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.08.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა | ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქ. ახალქალაქში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ორგანიზების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ დაბა ჩოხატაურში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობის ორგანიზების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2016 წლის 5 აგვისტო
ქ. ხობი
ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ხობში ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით შემოღებულ იქნეს შემდეგი საგზაო ნიშნები:
ა)
ჭყონდიდელის ქუჩა №3-თან სატვირთო მანქანების მოძრაობა 8 ტ ზემოთ აკრძალულია (N3.4. - 1 ცალი);
ბ)
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შემოსასვლელთან მოძრაობა აკრძალულია ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან. (№3.2. - 1 ცალი);
გ)
ბერიას ქუჩაზე მოძრაობის მიმართულების მარცხენა მხარეს (ყოფილი „უნივერმაღის“ მიმდებარედ) დგომა აკრძალულია (№3.28 - 1 ცალი);
დ)
9 აპრილის ქუჩაზე ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან ცალმხრივი მოძრაობის ნიშანი (N5.5 - 1 ცალი);
ე)
9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, ცალმხრივი მოძრაობის დასასრული (N5.6. - 1 ცალი);
ვ)
9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის ორივე მხრიდან მთავარი გზის მანიშნებელი საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ ( №2.1 - 2 ცალი);
ზ)
9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე 9 აპრილის ქუჩის ორივე მხრიდან საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ (N2.4 - 2 ცალი);
თ)
ბერიას ქუჩაზე სტალინის ქუჩის გადაკვეთასთან ცალმხრივი მოძრაობის ნიშანი (№5.5 - 1 ცალი);
ი)
სტალინისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის მხრიდან მთავარი გზის მანიშნებელი საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ (№2.1 - 2 ცალი);
კ)
სტალინისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, რუსთაველის ქუჩის მხრიდან საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ (№2.4 - 2 ცალი);
ლ)
თენგიზ ქაჯაიასა და ჭყონდიდელის ქუჩების გადაკვეთაზე, ჭყონდიდელის ქუჩის მხრიდან „დაუთმე გზა“ (№2.4. - 2 ცალი);
მ)
თამარ მეფის სანაპიროზე გორგასლის ქუჩის მხრიდან „სატვირთო მანქანების მოძრაობა აკრძალულია“ (№3.4. - 1 ცალი);
ნ)
ყაზბეგის ქუჩისა და სოხუმის გზატკეცილის გადაკვეთაზე, ყაზბეგის ქუჩიდან ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით „სატვირთო მანქანების მოძრაობა აკრძალულია“ (№3.4. - 1 ცალი);
ო)
კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე, კოსტავას ქუჩის ორივე მხრიდან განთავსდეს საგზაო ნიშანი ,,მთავარი გზის მიმართულება’’ (№7.13. - 2 ცალი), აღმაშენებლის მხრიდან - 1 ცალი;
პ)
კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე, აღმაშენებლის ქუჩის მხრიდან ფოთის მიმართულებით განთავსდეს საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ (№2.4. - 1 ცალი);
ჟ)
კოსტავასა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, კოსტავას ქუჩის ორივე მხრიდან განთავსდეს საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ (№2.1. - 2 ცალი);
რ)
კოსტავასა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის ორივე მხრიდან განთავსდეს საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ (№2.4. - 2 ცალი).
მუხლი 2🔗
დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების განთავსებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა