მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.08.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 050060000.35.103.016213
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 905 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
12 13
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
შედგენის თარიღი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 01.08.2016 სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 20.07.2016 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენის, ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.08.2016 მარტვილი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 05.06.2017 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენის, ცნობის გაცემის წესის, ცნობისა და ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 01.07.2022

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №17 2016 წლის 5 აგვისტო დაბა მესტია მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗         დამტკიცდეს 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესი (დანართი №1). 2. ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №2). მუხლი 2🔗    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე დანართი №1 მესტიის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი შემუშავებულია ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების, ,,მესტიის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის  10 სექტემბრის  №17 დადგენილების, სხვა მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე და განსაზღვრავს ამ წესის შესაბამისად,  მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის (შემდგომში-გამგებლის წარმომადგენელი) მიერ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, მესტიის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს. მუხლი 2🔗.  გამგებლის წარმომადგენლის ფუნქციები და ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტები 1 გამგებლის წარმომადგენლის ძირითადი ფუნქციები და ვალდებულებები განისაზღვრება  ,,მესტიის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებით და ამ წესის შესაბამისად. 2.    გამგებლის წარმომადგენელი: ა) საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში მომსახურებას უწევს პირებს, რომლებიც მომართავენ მას წერილობით, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში (ავადმყოფობის ან ადგილზე არყოფნის შემთხვევაში) ასევე ზეპირი ფორმით და კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით (პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი) თუ პიროვნება გამგებლის წარმომადგენლისათვის ცნობილია ან შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა ოქმის შედგენის მოქმედების ჩაწერა ვიდეო ფაილის სახით; ბ) ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით გამგებლის წარმომადგენელი: უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი ოქმი ხელმომწერი პირის გარდა, არანაკლებ ორი მოწმის თანდასწრებთ, რომელიც ხელს აწერს ოქმს; ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობის შესაძლებლობის ფარგლებში; ადგენს ოქმის შედგენის მონაწილე (განმცხადებელი, მოწმე) ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით (მოქალაქის პასპორტი/პირადობის მოწმობა/აიდი ბარათი). 3. თუ გამგებლის წარმომადგენელს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ეჭვს იწვევს, ვალდებულია უარი თქვას ოქმის შედგენაზე. 4.გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია ოქმის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს ოქმის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს ოქმში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5.ოქმში ასახული უნდა იყოს, როგორც მომთხოვნი პირის, ასევე მოწმეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი). 6.  გამგებლის წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოწმეთა მიერ ცრუ დამოწმების ფაქტის დადგენის შემთხვევაში. 7.  გამგებლის წარმომადგენელს უფლება აქვს: ა) უფლებამოსილების შესასრულებლად გამოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან; ბ) უფლებამოსილების შესრულების პროცესში შესაბამისი ოქმის შედგენისას დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებას; გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის. 8.გამგებლის წარმომადგენელი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გამგეობის დებულებით და სხვა მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 3🔗. ცნობა საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტის დადასტურების თაობაზე 1. საქონლის ადგილწარმოშობის თაობაზე ცნობა შეიძლება იყოს როგორც ხე-მცენარეების, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, შინაური ცხოველებისა და ფრინველების შესახებ. 2. ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა გაიცემა ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების შესაბამისად, საკარმიდამო (კერძო საკუთრების) მიწის ნაკვეთში მოჭრილი ხის (ხეების) თაობაზე მისი საშეშედ ან სამასალედ რეალიზაციისათვის შემდგომი გამოყენების მიზნით. 2. ცნობაში მითითებული უნდა იყოს მისი გაცემის საფუძველი-შესაბამისი დოკუმენტის ან აქტის ნომრის გამოცემის თარიღისა და გამომცემი ორგანოს მითითებით. 3. ცნობის მოქმედების ვადა საქონლის ადგილწარმოშობის თაობაზე  განისაზღვრება მისი გაცემიდან: ა) ხე-მცენარეების არაუმეტეს 30 დღით; ბ)  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, შინაური ცხოველებისა და ფრინველების არაუმეტეს 7 დღით. 4. ცნობა გაიცემა გამგებლის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ფორმების შესაბამისად. 5. ცნობა გაიცემა ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე, ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე 1. ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პირი ცხოვრობს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. 2.ცნობაში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული თარიღი, საიდანაც ცხოვრობს განმცხადებელი აღნიშნულ მისამართზე. 3. ცნობაში მოქმედების ვადა არ მიეთითება,იგი განისაზღვრება ცნობის გაცემის დღით. მუხლი 5🔗. დოკუმენტების (ოქმი, ცნობა) შედგენის ტექნიკური წესები 1. დოკუმენტები უნდა: ა) შედგეს მკაფიო და გამართული ენით ისე, რომ გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება; ბ) დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან უნდა დაიწეროს ხელით (ხელნაწერი დოკუმენტი). 2. დასაშვებია დამადასტურებელი წარწერის კომბინირებული საშუალებით (ტექნიკური საშუალების და ხელნაწერის ერთდროული გამოყენებით) შედგენა. 3. ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად. 4. სიტყვათა და ტერმინთა შემოკლება დოკუმენტებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია. 5. საბუთები, რომელთა საფუძველზე შედგა ოქმი, დაერთვის ოქმის იმ ეგზემპლარს, რომელიც ინახება გამგებლის წარმომადგენელთან რეესტრში. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები ამ წესში ცვლილების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დანართი №2 ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № გაცემის თარიღი ცნობის № ცნობის გამცემი ცნობის მიმღები თანამდებობა სახელი გვარი ხელმოწერა თანამდებობა სახელი გვარი ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 შედგენილი ოქმები № შედგენის თარიღი ოქმის № თანამდებობა სახელი გვარი ხელმოწერა 12 13 14 15 16 17 18