ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენის, ცნობის გაცემის წესის, ცნობისა და ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2022 წლის 1 ივლისი ქ.ზუგდიდი |
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესი (დანართი №1);
ბ) ცნობისა და ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №2).
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესი
2. მერის წარმომადგენელი:
ა) საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში მომსახურებას უწევს პირებს, რომლებიც მიმართავენ მას წერილობით.
ბ) ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით მერის წარმომადგენელი: უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი ოქმი ხელმომწერი პირის გარდა, არანაკლებ ორი მოწმის თანდასწრებით, რომელიც ხელს აწერს ოქმს; ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობის შესაძლებლობის ფარგლებში; ადგენს ოქმის შედგენის მონაწილე (განმცხადებელი, მოწმე) ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით (მოქალაქის პასპორტი/პირადობის მოწმობა).
3. თუ მერის წარმომადგენელს გონივრული ეჭვი ექნება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი საეჭვოა, ვალდებულია უარი თქვას ოქმის შედგენაზე.
4. მერის წარმომადგენელი ვალდებულია ოქმის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს ოქმის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს ოქმში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. ოქმში ასახული უნდა იყოს როგორც მომთხოვნი პირის, ასევე მოწმეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი).
6. მერის წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოწმეთა მიერ ცრუ დამოწმების ფაქტის დადგენის შემთხვევაში.
7. მერის წარმომადგენელს უფლება აქვს:
ა) უფლებამოსილების შესასრულებლად გამოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
ბ) უფლებამოსილების შესრულების პროცესში შესაბამისი ოქმის შედგენისას დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებას;
გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის.
8. მერის წარმომადგენელი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებით, ამ წესით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა გაიცემა „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების შესაბამისად, საკარმიდამო (კერძო საკუთრების) მიწის ნაკვეთში მოჭრილი ხის (ხეების) თაობაზე მისი საშეშედ ან სამასალედ რეალიზაციისათვის შემდგომი გამოყენების მიზნით.
3. ცნობაში მითითებული უნდა იყოს მისი გაცემის საფუძველი – შესაბამისი დოკუმენტის ან აქტის ნომრის გამოცემის თარიღისა და გამომცემი ორგანოს მითითებით.
4. ცნობის მოქმედების ვადა საქონლის ადგილწარმოშობის თაობაზე განისაზღვრება მისი გაცემიდან:
ა) ხე-მცენარეების – არაუმეტეს 30 დღით;
ბ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, შინაური ცხოველებისა და ფრინველების ასევე ფუტკრის – არაუმეტეს 7 დღით;
5. ცნობა გაიცემა მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად.
6. ცნობა გაიცემა ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე, ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი წესით.
2. ცნობაში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული თარიღი, საიდანაც ცხოვრობს განმცხადებელი აღნიშნულ მისამართზე.
3. ცნობაში მოქმედების ვადა არ მიეთითება, იგი განისაზღვრება ცნობის გაცემის დღით.
ა) შედგეს მკაფიო და გამართული ენით ისე, რომ გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება;
ბ) დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან უნდა დაიწეროს ხელით (ხელნაწერი დოკუმენტი).
2. დასაშვებია დამადასტურებელი წარწერის კომბინირებული საშუალებით (ტექნიკური საშუალების და ხელნაწერის ერთდროული გამოყენებით) შედგენა.
3. ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად.
4. სიტყვათა და ტერმინთა შემოკლება დოკუმენტებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია.
ცნობისა და ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
|