„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№90/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.017164
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №90/ნ

2016 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში (სსმ III, 01.10.2010 წ., №126, მუხ. 1840) და ბრძანების:

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ (დანართი №1):

ა) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა ხორციელდება პირველი იანვრიდან პირველ თებერვლამდე.“;

ბ) 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში შესაბამისი საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, აგრეთვე, პროგრამის განხორციელების ადგილს.“;

გ) 30- მუხლის 3პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) 34-მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში მოითხოვოს თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრული რაოდენობის გაზრდა.“;

ე) მე-40 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომელთა ავტორიზაციის ვადა იწურება 2016 წლის 31 დეკემბრამდე, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი უნდა წარადგინონ 2016 წლის პირველი თებერვლიდან პირველ მარტამდე ან 20 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე.“;    

2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის“  (დანართი №2):

ა) პირველ მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამებისათვის განსაზღვრული სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება იხდის 800 ლარს.“;

ბ) მე-2 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, 2016 წელს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით დამატების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა განხორციელდეს 2016 წლის 15 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში ამ დანართის პირველი მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული საფასური დაიფარება ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან, იმ ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამებისათვის, რომელთა დამატების მიზნითაც ცენტრში ადმინისტრაციული წარმოება პირველად ტარდება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა