ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 10.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №54/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016293
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.08.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ 2016 წლის 30 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მეორე ტურისათვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№54/2016
2016 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 24-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე / წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარმოუდგინოს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა (შეუწყდება) უფლებამოსილება.
მუხლი 2🔗
პირველი მუხლით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტის წარმოუდგენლობა წარმოადგენს ასეთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი