ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება №16 |
|
2016 წლის 11 ნოემბერი ქ. ბათუმი |
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 43-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად არ ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ფინანსდებიან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 43-ე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით.
მუხლი 2
თუ დაფინანსების მქონე პოლიტიკურ პარტიას არ ეყოლება წარმომადგენელი საარჩევნო ოლქში ან/და საარჩევნო უბანში ან/და არ მოხდა თანხის სრულად ათვისება, პარტია ვალდებულია არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში დაბრუნება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ასევე ვრცელდება იმ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებზე, რომლებიც დანიშნული იყვნენ იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალ ოლქებსა და უბნებზე, სადაც გაიმართა მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური (2016 წლის 30 ოქტომბერი).
მუხლი 4
ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსების თანხას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ჩარიცხავს, ასეთი სუბიექტების მიერ ანგარიშის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
მუხლი 5
ამ დადგენილების შესრულების უზრუნველყოფა დაევალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის ეკონომიკურ სამსახურს.
მუხლი 6
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.11.2016.
- როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
- „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 11.11.2016. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.34.059.016036.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.11.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“, №16, 11.11.2016, სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016036 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3433019/