აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება №17 |
|
2016 წლის 16 დეკემბერი ქ. ბათუმი |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 70-ე მუხლით დადგენილ ვადებში ჩასატარებელი პროცედურების დაწვრილებით აღწერის საჭიროებიდან გამომდინარე, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ვალდებულია, პროპორციული წესით არჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაბამის კანდიდატს მისი ადგილმონაცვლეობის შესახებ.
მუხლი 2
უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაბამისმა კანდიდატმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით უნდა აცნობოს უმაღლეს საარჩევნო კომისიას უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის შესახებ თანხმობის ან უარის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი.
მუხლი 3
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ადგილმონაცვლის მიერ დადგენილ ვადაში თანხმობის მიღების შემთხვევაში, განკარგულებით ცნობს მას ადგილმონაცვლედ და დაუყოვნებლივ აცნობებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ადგილმონაცვლის თაობაზე.
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
|