ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010190020.34.059.016063
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №8

2020 წლის 25 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

 

ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 199-ე მუხლითა და „სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 19 ოქტომბრის№45/2020 დადგენილებით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად, საჭიროა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებისათვის განისაზღვოს კანონით გაუთვალისწინებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:


მუხლი 1
„სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 19 ოქტომბრის  №45/2020  დადგენილების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო  უბნებზე მათ შორის კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ უსკოს წევრებს, უსკოს წარმომადგენელებს და უსკოს აპარატის თანამშრომლებს.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში. 
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის მდივანისოფიო კახაძე
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.10.2020.
როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“?
„ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 25.10.2020. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 010190020.34.059.016063.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.10.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“, №8, 25.10.2020, სარეგისტრაციო კოდი 010190020.34.059.016063 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5023415/