2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „2021 წლის მუნივიპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 8 ივლისის №21/2021 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს წარუდგინონ ინფორმაცია არაუგვიანეს 13 ივლისისა, ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს ცესკოს მიერ ჩასარიცხი, საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გამოყოფილი დაფინანსების თანდართული ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 4
დაევალოს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტს, ამ დადგენილების პირველი - მე-3 მუხლების მიხედვით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა, ცესკოს დასამტკიცებლად წარუდგინოს ცესკოს დადგენილების პროექტი 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე.
აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია ხარჯების ცვლილების განხორციელება (გარდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯებისა), შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული საოლქო და საუბნო ხარჯების ჯამური ოდენობის არაუმეტეს 15 პროცენტის ფარგლებში.
მუხლი 7
საოლქო საარჩევნო კომისიებს მიეცეთ უფლება წარმომადგენლობითი ხარჯები გაწიონ არაუმეტეს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტის 1 პროცენტისა.
მუხლი 8
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 9
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
გიორგი შარაბიძე
კომისიის მდივანი
გიორგი ჯავახიშვილი
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია