ქუჩის სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 05.08.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №146
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.174.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2016
matsne.gov.ge 399 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

ქუჩის სახელდების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 42.55pt 42.55pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №146 2016 წლის 5 აგვისტო  ქალაქი გორი ქუჩის სახელდების შესახებ             2016 წლის 21 აპრილს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია ქალაქ გორში მოსკოვის ქუჩის მცხოვრებლების ერთობლივი განცხადება (მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია 21.04.2016; Nკოლ97), რომლითაც ითხოვენ ქალაქ გორში მოსკოვის ქუჩისათვის სახელწოდების გადარქმევას და მისთვის 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძის სახელის დარქმევას. „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ, საიდანაც გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხაზს უსვამს გიორგი ანწუხელიძის განსაკუთრებულ ღვაწლს საქართველოს წინაშე, მის თავდადებას, იმას რომ ის აღიარებულია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გმირად, და საკუთარი დისკრეციის ფარგლებში მიზანშეწონილად მიაჩნია ქალაქ გორში მოსკოვის ქუჩას გადაერქვას სახელწოდება და დაერქვას გიორგი ანწუხელიძის სახელი.             საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2016 წლის 5 ივლისის №5 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. ქალაქ გორში მოსკოვის ქუჩას გადაერქვას სახელწოდება და დაერქვას ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი. 2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით, გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30). საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი