“სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს N1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/416
სარეგისტრაციო კოდი
370040000.22.024.016458
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/416

2016 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/08/2016, ს/კ: 370040000.22.024.016455) დამტკიცებულ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებები  გავრცელდება  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში არსებული, საქართველოს ტერიტორიაზე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ამსახველი შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, განსაზღვრულ მიწის დანიშნულებასა და კატეგორიებზე და ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 1 თვისა, მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას და ყველა დანიშნულებისა და კატეგორიის მიწას.”;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ანაზღაურებას არ ექვემდებარება მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თუ დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწა, რეესტრში დარეგისტრირდა გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავე ცალკე რეგისტრაციის ობიექტებად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი