„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/492 |
|
2016 წლის 13 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 370040000.22.024.016455) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-3 მუხლის მე-5-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, რეესტრი, ელექტრონული პორტალის (economy.napr.gov.ge) მეშვეობით წარუდგენს სააგენტოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტებს, შემდგომში ამ წესის შესაბამისად ხარჯების ანაზღაურების მიზნით. 6. სააგენტო, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მომართვიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამზომველისთვის შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებას ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.". |
2.
მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7-მე-8 პუნქტები:
„7. დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასში მოყვანილი ინფორმაციის ნამდვილობასა და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაინტერესებულ პირს. 8. სააგენტოს მიერ მე-6 პუნქტით მითითებულ ვადაში შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების განუხორციელებლობა ჩაითვლება ანაზღაურებაზე უარის თქმად, რაც შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
3.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამზომველისთვის ასანაზღაურებელი ზღვრული ოდენობები განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) 1,5 ჰა-მდე მიწაზე – ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე არაუმეტეს 80 ლარის ოდენობით; ბ)1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწაზე – ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით.” . |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.09.2016.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/492. სარეგისტრაციო კოდი — 370040000.22.024.016461.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.09.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1-1/492, 13.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 370040000.22.024.016461 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3393302/