წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
მიღების თარიღი 12.08.2016
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.140.016234
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.08.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | დაბა ასპინძა |
| 2 | სოფ. ივერია |
| 3 | სოფ. აწყვიტა |
| 4 | სოფ. რუსთავი |
| 5 | სოფ. იდუმალა |
| 6 | სოფ. ოშორა |
| 7 | სოფ. ოთა |
| 8 | სოფ. დამალა |
| 9 | სოფ. საყუდაბელი |
| 10 | სოფ. ორგორა |
| 11 | სოფ. ძველი |
| 12 | სოფ. ჭობარეთი |
| 13 | სოფ. ნიჯგორი |
| 14 | სოფ. სარო |
| 15 | სოფ. ხიზაბავრა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი რომლებზედაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების გაკვრა და გამოფენა მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 09.08.2012
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2016 წლის 12 აგვისტო
დაბა ასპინძა
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1), სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში.
2.
მუნიციპალიტეტის კულტურულ-ეკონომიკური ინტერესების, ცალკეული არქიტექტურული ობიექტების იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების დაცვის მიზნით, საარჩევნო პლაკატების გაკვრა აიკრძალოს ასევე დანართ №2 -ში განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე.
3.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.
4.
საარჩევნო პლაკატების გასაკრავად დანართი №3 და №4-ით განსაზღვრულ ადგილებზე განთავსებული სპეციალური სტენდების გარდა პლაკატების გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.
5.
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებში თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი).
6.
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ დასახლებულ პუნქტებში განსაზღვრულ ობიექტებზე, შენობა-ნაგებობების ინტერიერსა და ექსტერიერში (დანართი 5), აგრეთვე სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.
7.
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ დასახლებულ პუნქტებში განსაზღვრულ ობიექტებზე, შენობა-ნაგებობების ინტერიერსა და ექსტერიერში (დანართი 5), აგრეთვე სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.
8.
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი, რომლებზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების გაკვრა და გამოფენა“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 აგვისტოს №21 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 10/08/2012წ., ს/კოდი 010250020.35.140.016051).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი №1
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები
1. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - დაბა ასპინძა
2. ასპინძის ციხე - დაბა ასპინძა
3. ხვილიშის ეკლესია - დაბა ასპინძა
4. ჩიხორიშის საეკლესიო კომპლექსი - დაბა ასპინძა
5. ხიდის ბურჯი - დაბა ასპინძა
6. ნაეკლესიარი - დაბა ასპინძა, ადგ. კაკველი
7. „მავზოლეუმი“ - სოფ. ტოლოში
8. მეჩეთი - სოფ. ძველი, ადგ. ღობიეთი
9. მეჩეთი - სოფ. ოშორა
10. ვარნეთის ციხე ეკლესიით - ადგ. ვარნეთი
11. წმინდა მარიამის ნაეკლესიარი - სოფ. აწყვიტა
12. კოხტასციხე - სოფ. დამალა
13. დამალის ეკლესია - სოფ. დამალა
14. ახჩიის საეკლესიო კომპლექსი - ვარძიის მიდამოები
15. გუნდეს ეკლესია - სოფ ტოლოშის მიდამოები
16. გიორგიწმიდის ეკლესია - ვარძიის მიდამოები
17. გამოქვაბულები - ვარძიის მიდამოები
18. ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესია - სოფ. ზედა ვარძია
19. ნიალას ეკლესია - ვარძიის მიდამოები
20. ეკლესია - ნასოფლარი ოლოდა
21. ქარზამეთის ეკლესია - ვარძიის მიდამოები
22. გავეთის წმ. გიორგის ეკლესია - სოფ. თმოგვის მიდამოები
23. ზედა თმოგვის ეკლესია - სოფ. თმოგვის მიდამოები
24. ვარძია, გამოქვაბული, მონასტრის ანსამბლი - სოფ. ვარძია
25. საყუდებელი . გამოქვაბული კომპლექსი - სოფ. თმოგვის მიდამოები
26. ზედა ვარძიის ტაძარი - სოფ. თმოგვის მიდამოები
27. ბებრისხევის გამოქვაბული. კომპლექსი - სოფ. თმოგვის მიდამოები
28. ვანის ქვაბები. გამოქვაბული მონასტერი - სოფ. თმოგვის მიდამოები
29. მგლისციხე - სოფ. თმოგვის მიდამოები
30. ეკლესია - სოფ. ზედა თმოგვი
31. სტელა - სოფ. თმოგვის მიდამოები
32. გამოქვაბულების კომპლექსი ‘მარგასტანის ქვაბები“ - სოფ. თმოგვის მიდამოები
33. თმოგვის ციხენაქალაქარი - სოფ. თმოგვი
34. ვაჰანის ქვაბნი - სოფ. თმოგვის მიდამოები
35. ნაგებობათა კომპლექსი - სოფ. თმოგვის მიდამოები
36. პეტრე-პავლეს ნაეკლესიარი - სოფ. თმოგვის მიდამოები
37. წმ. მარინეს ეკლესია - სოფ. თმოგვის მიდამოები
38. თოკის ეკლესია - სოფ. თოკი
39. თოკის კოშკი - სოფ. თოკი
40. წუნდა. დარბაზული ეკლესია - სოფ. ნაქალაქევი
41. კვარშის ეკლესია - სოფ. ნაქალაქევის მიდამოები
42. წმ. გიორგის ეკლესია - სოფ. ნაქალაქევის მიდამოები
43. წმ. თევდორეს ეკლესია - სოფ. ნაქალაქევის მიდამოები
44. ქარვასლა - სოფ. ნაქალაქევი
45. გამოქვაბული, „ჯოლდისქვაბების“ კომპლექსი - სოფ. ნაქალაქევის მიდამოები
46. შორეთის მონასტერი - სოფ. ოთას მიდამოები
47. ეკლესია „ყიზილდერესი“ - სოფ. ოთას მიდამოები
48. კოხტას ციხე - სოფ ოთა
49. წითელი ციხე - სოფ. ოთა
50. ღართის ეკლესია - სოფ. ოთას მიდამოები
51. ჯაბიეთის ეკლესია - სოფ. ოთას მიდამოები
52. ვარაზის ციხე - სოფ. ოთა
53. ახალშენის ეკლესია - სოფ. ორგორის მიდამოები
54. ახალშენის კოშკი - სოფ. ორგორის მიდამოები
55. ეკლესია - სოფ . ოშორა
56. კოშკი - სოფ. რუსთავი
57. ეკლესია - სოფ. რუსთავი
58. საროს მთავარანგელოზის ეკლესია - სოფ. სარო
59. საროს ციხე - სოფ. სარო
60. კვირაცხოვლის ეკლესია - სოფ.საროს მიდამოები
61. ალანძიის ეკლესია - სოფ. ტოლოშის მიდამოები
62. ეკლესია - სოფ. ტოლოშის მიდამოები
63. ნასოფლარ „შუატყის“ ეკლესია - სოფ. ტოლოშის მიდამოები
64. შალოშეთის ეკლესია - სოფ. ტოლოშის მიდამოები
65. წმ. მარიამის ეკლესია - სოფ. ტოლოში
66. წმ. თევდორეს ეკლესია - სოფ. ტოლოში
67. ძველის ეკლესია - სოფ. ძველი
68. ეკლესია - სოფ. ძველის მიდამოები
69. ღობიეთის ეკლესია - სოფ. ძველის მიდამოები
70. წმ. გიორგის ეკლესია - სოფ. ძველის მიდამოები
71. ჭობარეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - სოფ. ჭობარეთი
72. მაჭიხეთის ეკლესია - სოფ. ჭობარეთის მიდამოები
73. კვირაცხოვლის ეკლესია - სოფ. ჭობარეთი
74. გამოქვაბულები, „გულსუნდის ქვაბები“ - სოფ. ხერთვისის მიდამოები
75. ხერთვისის ციხე - სოფ. ხერთვისი
76. ხიდი - სოფ. ხერთვისი
77. ეკლესია - სოფ. ხერთვისი
78. ობოლეთის ეკლესია - სოფ. ხიზაბავრის მიდამოები
79. ეკლესია „ღართა“ - სოფ. ხიზაბავრის მიდამოები
80. ეკლესია - სოფ. ხიზაბავრის მიდამოები.
დანართი №2
ასპინძის მუნიციპალიტეტის ის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები, სადაც დამატებით აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა
№1 საბავშვო ბაგა-ბაღი – დ. ასპინძა, სააკაძის ქ. №3.
№2 საბავშვო ბაგა-ბაღი – დ. ასპინძა, ერისთავის ქ. №2.
დაბა ასპინძაში და სოფლებში: ნაქალაქევი, ძველი, დამალა, მირაშხანი, აწყვიტისა და ხიზაბავრაში მდებარე ომში დაღუპულთა მემორიალები.
დაბა ასპინძაში და სოფელ რუსთავში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლები.
დანართი №3
მონაცემები ასპინძის მუნიციპალიტეტიში მდებარე ბილბორდების შესახებ
№
მუნიციპალიტეტი, დასახლებული პუნქტი, დაახლოებითი მისამართი
ბილბორდის ზომა კვ.მ.
მფლობელი
1
დაბა ასპინძა, ხვილიშის ეკლესიასთან
4x2 მ. (8. კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
2
დაბა ასპინძა, ფოსტის გვერდით
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
3
დაბა ასპინძა, ცენტრში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
4
დაბა ასპინძა, სახანძრო-სამაშველო სამსახურთან
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
5
დაბა ასინძა, პოლიციის შენობის გვერდით
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
6
დაბა ასპინძა, ასპინძა (ციხის უბანში) ასპინძის ციხე ისტორიული ძეგლი
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
7
დაბა ასპინძა, სოფელი ივერია ცენტრში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
8
დაბა ასპინძა, სოფელი აწყვიტა ცენტრში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
9
დაბა ასპინძა, სოფელი ხერთვისი ცენტრში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
10
დაბა ასპინძა, სოფელი ხიზაბავრა ცენტრში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
11
დაბა ასპინძა, სოფელი ნიჯგორი ცენტრში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
12
დაბა ასპინძა, სოფელი დამალა ცენტრში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
13
დაბა ასპინძა, სოფელი დამალა შესასვლელში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
14
დაბა ასპინძა, სოფელი ოშორა ცენტრში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
15
დაბა ასპინძა, სოფელი იდუმალა შესასვლელში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
16
დაბა ასპინძა, სოფელი ჭობარეთი ცენტრში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
17
დაბა ასპინძა, სოფელი რუსთავი შესასვლელში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
18
დაბა ასპინძა, სოფელი ცენტრში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
19
დაბა ასპინძა, სოფელი სკოლასთან
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
20
დაბა ასპინძა, სოფელი ოთა ცენტრში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
21
დაბა ასპინძა, სოფელი სარო ცენტრში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
22
დაბა ასპინძა, სოფელი მირაშხანი ცენტრში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
23
დაბა ასპინძა, სოფელი თმოგვი ცენრტში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
24
დაბა ასპინძა, სოფელი ნაქალაქევი ცენტრში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
25
დაბა ასპინძა, სოფელი ტოლოში ცენტრში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
25
დაბა ასპინძა, სოფელი ძველი ცენტრში
2x1 მ. (2.კვ.მ)
ასპინძის მუნიციპალიტეტი
დანართი №4
ქალაქი/სოფელი
ადგილმდებარეობა, მისამართი
ბოძებს შორის მანძილი (მეტრი)
ორმხრივი ზედაპირების რაოდენობა
ზომა (კვ.მ)
სულ კვადრატულობა
1
ასპინძა
ვარძიის ქ.
8 მ.
2 (იგულისხმება ბანერის ორი მხარე)
6,4კვ.მ
6,4 კვ.მ
2
ასპინძა
ვარძიის ქ.
8 მ.
2 (იგულისხმება ბანერის ორი მხარე)
6,4კვ.მ
6,4კვ.მ
3
ასპინძა
ვარძიის ქ.
7 მ.
2 (იგულისხმება ბანერის ორი მხარე)
5,4კვ.მ
5,4კვ.მ
4
ასპინძა
ვარძიის ქ.
7 მ.
2 (იგულისხმება ბანერის ორი მხარე)
5,4კვ.მ
5,4კვ.მ
5
სოფ. რუსთავი
შესასვლელი
7 მ.
2 (იგულისხმება ბანერის ორი მხარე)
5,4კვ.მ
5,4კვ.მ
6
სოფ.ხიზაბავრა
შესასვლელი
7 მ.
2 (იგულისხმება ბანერის ორი მხარე)
5,4კვ.მ
5,4კვ.მ
7
სოფ. იდუმალა
შესასვლელი
7 მ.
2 (იგულისხმება ბანერის ორი მხარე)
5,4კვ.მ
5,4კვ.მ
8
სოფ.დამალა
ცენტრი
6 მ.
2 (იგულისხმება ბანერის ორი მხარე)
4,8კვ.მ
4,8კვ.მ
9
სოფ. ნიჯგორი
ცენტრი
6 მ.
2 (იგულისხმება ბანერის ორი მხარე)
4,8კვ.მ
4,8კვ.მ
10
სოფ. ვარძისა
შესასვლელი
6 მ.
2 (იგულისხმება ბანერის ორი მხარე)
4,8კვ.მ
4,8კვ.მ
11
სოფ. ხერთვისი
შესასვლელი
6 მ.
2 (იგულისხმება ბანერის ორი მხარე)
4,8კვ.მ
4,8კვ.მ
დანართი №5
ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში არსებულ შენობა-ნაგებობათა და ობიექტთა ჩამონათვალი, სადაც დასაშვებია საარჩევნო-სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა
№
დასახლებული პუნქტი
შენობა-ნაგებობის, ობიექტის დასახელება
1
დაბა ასპინძა
ცენტრალური ვარძიის ქუჩის გასწვრივ ქვის დეკორატიული ღობის რკინის ნაწილი, მოსაცდელები, გარე განათების ბოძები
2
სოფ. ივერია
რიტუალების სახლი
3
სოფ. აწყვიტა
რიტუალების სახლი
4
სოფ. რუსთავი
კლუბის შენობა, ყოფილი საკრებულოს შენობა, რიტუალების სახლი, გარე განათების ბოძები
5
სოფ. იდუმალა
კლუბის შენობა, რიტუალების სახლი, ყოფილი საკრებულოს შენობა, გარე განათების ბოძები
6
სოფ. ოშორა
რიტუალების სახლი, კლუბის შენობა, გარე განათების ბოძები
7
სოფ. ოთა
რიტუალების სახლი, გარე განათების ბოძები
8
სოფ. დამალა
კლუბის შენობა, გარე განათების ბოძები
9
სოფ. საყუდაბელი
რიტუალების სახლი, ყოფილი საკრებულოს შენობა
10
სოფ. ორგორა
რიტუალების სახლი
11
სოფ. ძველი
რიტუალების სახლი
12
სოფ. ჭობარეთი
კლუბის შენობა, რიტუალების სახლი
13
სოფ. ნიჯგორი
რიტუალების სახლი, გარე განათების ბოძები
14
სოფ. სარო
რიტუალების სახლი
15
სოფ. ხიზაბავრა
მოსაცდელი, კლუბის შენობა, ბიბლიოთეკა
16
სოფ. ვარგავი
რიტუალების სახლი
17
სოფ. თოკი
რიტუალების სახლი
18
სოფ. ტოლოში
რიტუალების სახლი, კლუბის შენობა, გარე განათების ბოძები
19
სოფ. ხერთვისი
რიტუალების სახლი, გარე განათების ბოძები
20
სოფ. ნაქალაქევი
კლუბის შენობა, რიტუალების სახლი, გარე განათების ბოძები
21
სოფ. ფია
რიტუალების სახლი
22
სოფ. თმოგვი
რიტუალების სახლი, კლუბის შენობა, ფინური ბინა, გარე განათების ბოძები
23
სოფ. მირაშხანი
რიტუალების სახლი, გარე განათების ბოძები
24
სოფ. გელსუნდა
გარე განათების ბოძები
შენიშვნა: დანართში მითითებულ შენობა-ნაგებობებში საარჩევნო უბნების განთავსების შემთხვევაში აღნიშნულ შენობა-ნაგებობებთან მიმართებაში გავრცელდება სააგიტაციო მასალების განთავსების აკრძალვის შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ნორმები.