”სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკი”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/16652-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/16652-16

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2016 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლეთამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი–შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკი” (ს/კ 200004002)

წარმომადგენელი – დირექტორი შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – თამარ მუმლაძე

წარმომადგენლები – ამირან დადვანი, პაატა გაგნიძე

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი -– მიხეილ ლომთაძე

მოთხოვნა –კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

2016 წლის 29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის” დირექტორის შპს „რეაბილიტაციის”ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა თამარ მუმლაძემ შპს ”სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადებამიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულებისეროვნულიბიურო , კრედიტორთაპირველიკრებამოწვეულიქნა2016 წლის 10 აგვისტოს, 11:00 საათზე,თბილისისსაქალაქოსასამართლოში .

კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ, მოსმენილი იქნა მეურვის ანგარიში მოვალის ქონებასთან დაკავშირებით. კრედიტორთა პირველმა კრებამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა სრულად ვერ განახორციელა, რის გამოც შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის” და მეურვის – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ კრება შეწყდეს და გაგრძელდეს კანონით დადგენილ ვადაში.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2016 წლის 28 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №29.

2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.   

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლეთამარ ჭუნიაშვილი