„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №393 |
|
2016 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტი;“;
ბ) პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-8 მუხლის:
ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ბიომრავალფეროვნების კომპონენტების (მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, მათი ჰაბიტატების და ზოგადად ეკოსისტემების) დაცვის ღონისძიებების და რეგულირების მექანიზმების შემუშავება და/ან ამ პროცესში მონაწილეობა;
ბ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაცვის ღონისძიებების და რეგულირების მექანიზმების შემუშავება, დაგეგმვა და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში, მათი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაფუძნებული მართვა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვისა და შენარჩუნების, ბიოლოგიური რესურსების მართვის და რეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და მისი რეალიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
დ) ტყეების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;
ე) საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ასევე სატყეო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;
ვ) სტრატეგიული გეგმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, წინადადებების მომზადება;
ზ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ორგანიზების ხელშეწყობა;
თ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით, ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;
ი) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება;
კ) „გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/ადმინისტრირება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
მ) ცხოველთა სამყაროს რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების განსაზღვრა და კვოტების დადგენაში მონაწილეობა;
ნ) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების შედგენის წესის შემუშავება;
ო) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
პ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების დასამტკიცებლად მინისტრისთვის წარდგენა;
ჟ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია;
რ) სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება;
ს) სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავება;
ტ) ტყის სტატუსის შეცვლის შესახებ წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა;
უ) ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;
ბ) მე-16 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.08.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.08.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №393. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.019458.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.08.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №393, 15.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019458 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3374668/