სს „თელიანი ველი“-ს განცხადება აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარების შესახებ.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „თელიანი ველის“ მორიგი აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „თელიანი ველის” (შემდგომში „საზოგადოება“) აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2016 წლის 6 სექტემბერს, 15:00 საათზე. საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. საზოგადოების 2015 წლის აუდირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;
2. დირექტორის ანგარიში საზოგადოების 2015 წლის საქმიანობის შესახებ;
3. 2016 წლისათვის დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა;
4. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოდან ორი არსებული წევრის გაწვევის და ახალი წევრების არჩევის შესახებ;
5. სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ანაზღაურების შესახებ;
6. საზოგადოების ნებადართული (განცხადებული) კაპიტალის გაზრდის შესახებ;
7. ახლადემიტირებულ აქციებზე უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმების შესახებ.
2016 წლის 6 სექტემბერს აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
1. დამტკიცდეს „ერნსტ ენდ იანგის“ მიერ აუდირებული საზოგადოების 2015 წლის ფინანსური შედეგები.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
1. დამტკიცდეს დირექტორის ანგარიში საზოგადოების 2015 წლის საქმიანობის შესახებ.
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
1. დამტკიცდეს 2016 წლისათვის საზოგადოების აუდიტორად შპს „იუაი საქართველო“.
დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:
1. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გაწვეულ იქნეს ბ-ნი დავიდ ოსტბი და სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრად არჩეულ იქნეს ბატონი ჟდენეკ რადილი (ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე; პასპორტი №41959061) – დამოუკიდებელი წევრი.
2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გაწვეულ იქნეს ბ-ნი არჩილ გაჩეჩილაძე და სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრად არჩეულ იქნეს ქალბატონი ეკატერინა შავგულიძე (საქართველოს მოქალაქე; პირადი №2001008227)).
დღის წესრიგის მეხუთე საკითხთან დაკავშირებით:
1. სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის კომპენსაცია განისაზღვროს შემდეგნაირად:
1.1. ანაზღაურება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისათვის – წელიწადში 12,000 (თორმეტი ათასი) ევრო;
1.2. ანაზღაურება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობისათვის -
1.2.1. პირადი დასწრებისას – 3,000 (სამი ათასი) ევრო;
1.2.2. ელექტრონული / სატელეფონო კომუნიკაციისას – 1,000 (ერთი ათასი) ევრო.
1.3. ანაზღაურება კომიტეტის წევრობისათვის – წელიწადში 6,000 (ექვსი ათასი) ევრო;
1.4. სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრს მიეცეს უფლება შეისყიდოს 12,000 (თორმეტი ათასი) ევროს ღირებულების სს „თელიანი ველის“ აქციები უკანასკნელი საემისიო ფასით.
1.5. ანაზღაურების გადახდა მოხდება კვარტალურად.
წესრიგის მეექვსე საკითხთან დაკავშირებით:
1. გაიზარდოს საზოგადოების ნებადართული (გაცხადებული) სააქციო კაპიტალი 120,000,000 (ას ოცი მილიონი) აქციით და განისაზღვროს იგი 400,000,000 (ოთხასი მილიონი) აქციით;
2. შევიდეს ცვლილება სს „თელიანი ველის” წესდებაში და დამტკიცდეს წესდების ახალი რედაქცია შემდეგი ცვლილებების გათვალისწინებით: შეიცვალოს წესდების 3.1. და 3.2. პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 3.1 ,,საზოგადოების“ განცხადებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება 4,000,000 (ოთხი მილიონი) ლარით.
3.2. ,,საზოგადოების“ საწესდებო კაპიტალი დაყოფილია 400,000,000 (ოთხასი მილიონი) ჩვეულებრივ აქციად. ჩვეულებრივი აქციის ნომინალური ღირებულება შეადგენს 0.01 (ნული მთელი ერთი მეასედი) ლარს. ,,საზოგადოების“ აქციონერთა საერთო კრებაზე თითოეული ჩვეულებრივი აქცია მის მფლობელს ანიჭებს ერთი ხმის უფლებას.“.
წესრიგის მეშვიდე საკითხთან დაკავშირებით:
1. საზოგადოების ნებადართული სააქციო კაპიტალის ფარგლებში სამეთვალყურეო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოშვებულ აქციებზე გაუქმდეს უპირატესი შესყიდვის უფლება, იმ პირობით, რომ აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების გარეშე, ახლადემიტირებული აქციების საემისიო ფასი არ უნდა იყოს საზოგადოების მიერ აქციების ბოლო საჯარო შეთავაზებისას დადგენილ საემისიო ფასზე ნაკლები.
სს „თელიანი ველის” აქციონერთა წლიური საერთო კრება გაიმართება მისამართზე: საქართველო, თბილისი, მუხიანის დასახლება, ა. ისაკიანის ჩიხი.
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2016 წლის 6 სექტემბერს, 14:00 საათზე.
აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2016 წლის 1 აგვისტო.
აქციონერთა მორიგ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2016 წლის 26 აგვისტოდან სს „თელიანი ველის” აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი“, შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული.
სს ,,თელიანი ველის“გენერალური დირექტორის კობა ჭანტურია
მოვალეობის შემსრულებელი