საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 02.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1564
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021951
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/08/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის №2046 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „იტონგ კავკასუსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აკვასითისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს №09/08/03 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „აკვასითის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №491 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აკვასითის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა“ და კანადურ კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებულ №160 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აკვასითისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს №09/08/03 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „აკვასითის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის
№2046 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „იტონგ კავკასუსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1564
2016 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის, მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ 41 მუხლის და მე-10 მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის ერთობლივი შესყიდვისას სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 11 ივლისის №2025 განკარგულებისა და „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 11 ივლისის №2026 განკარგულების შესაბამისად, „საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცებისა და აღნიშნული პროგრამის (შემდგომში − პროგრამა) განხორციელების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ნოემბრის №564 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-2 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა და მე-3 მუხლის თანახმად და მოცემული სახელმწიფო კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის სხდომის №1 ოქმისა და 2016 წლის 10 ივნისის სხდომის №2 ოქმის საფუძველზე:
ა) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს 20 (ოცი) ერთეული ფეხბურთის/რაგბის სტანდარტული მოედნის (სათანადო დამხმარე ნაგებობებით) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;
ბ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და შპს „სპორტმშენსერვისმა“ (ს/ნ: 204878542), გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ერთობლივი შესყიდვით, განახორციელონ შემდეგი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები:
ბ.ა) 4 (ოთხი) ერთეული მრავალპროფილიანი მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის (ქ. ბათუმი, ქ. თელავი, ქ. ქუთაისი, ქ. გორი) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;
ბ.ბ) ჭიდაობის სახლისა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის (ქ. თბილისი) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად, საერთო თანხის − 9 410 000 (ცხრა მილიონ ოთხას ათი ათასი) ევროს ფარგლებში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის მე-2 ლოტში გამარჯვებულ სლოვაკურ კომპანიასთან − AutokomodexTrnavaspol.sro;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად, საერთო თანხის − 54 350 000 (ორმოცდათოთხმეტი მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ფარგლებში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და შპს „სპორტმშენსერვისმა“ (ს/ნ: 204878542) უზრუნველყონ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (გამარტივებული შესყიდვის ერთობლივად განხორციელების თაობაზე) გაფორმება, პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის პირველ ლოტში გამარჯვებულ კანადურ კომპანიასთან − BEHLENINDUSTRIES LP.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში:
ა) ქ. ბათუმში, ქ. თელავსა და ქ. ქუთაისში მრავალპროფილიანი მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლეებისა და ჭიდაობის სახლისა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის (ქ. თბილისი) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების დასაფინანსებლად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება (სამუშაოების დასრულების თაობაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე) უზრუნველყოს შპს „სპორტმშენსერვისმა“ (ს/ნ: 204878542), 43 350 000 (ორმოცდასამი მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ფარგლებში;
ბ) ქ. გორში მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების დასაფინანსებლად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება (სამუშაოების დასრულების თაობაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე) უზრუნველყოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, 11 000 000 (თერთმეტი მილიონი) აშშ დოლარის ფარგლებში;
გ) შპს „სპორტმშენსერვისმა“ (ს/ნ: 204878542) უზრუნველყოს:
გ.ა) ქ. ბათუმში, ქ. თელავსა და ქ. ქუთაისში მრავალპროფილიანი მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლეების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, კანადური კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-სათვის, ავანსის სახით, თანხის (საერთო ოდენობით − 11 000 000 (თერთმეტი მილიონი) აშშ დოლარის) ეტაპობრივად გადარიცხვა, აღნიშნულის თაობაზე მოცემული კომპანიის მიერ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის შესაბამისი თხოვნისა და შპს „სპორტმშენსერვისისთვის“ (ს/ნ: 204878542) მოთხოვნილ თანხაზე სათანადო (უპირობო და გამოუხმობი) გარანტიის წარდგენის შემთხვევაში;
გ.ბ) ჭიდაობის სახლისა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის (ქ. თბილისი) განსახორციელებლად, კანადური კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-სათვის, ავანსის სახით, 3 740 000 (სამი მილიონ შვიდას ორმოცი ათასი) აშშ დოლარის გადარიცხვა 2017 წელს, ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული პირობის განხორციელების შემთხვევაში;
დ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და შპს „სპორტმშენსერვისმა“ (ს/ნ: 204878542) უზრუნველყონ კანადური კომპანიის BEHLENINDUSTRIES LP-ის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობის აღება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით (ამ განკარგულების მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული გრაფიკის მიხედვით, 2017-2021 წლებში გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში);
ე) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ჭიდაობის სახლისა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის (ქ. თბილისი) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (საერთო ღირებულებით − 8 500 000 (რვა მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარი) განხორციელების მოთხოვნა და შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში მოცემულ სამუშაოებთან დაკავშირებული ნაწილი ამოქმედდეს 2017 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი თანხმობის გაცემის შემთხვევაში, შპს „სპორტმშენსერვისის“ (ს/ნ: 204878542) მიერ აღნიშნულის თაობაზე კანადურ კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-სათვის შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის შემდგომ.
4. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისს“ (ს/ნ: 204878542) მიეცეთ თანხმობა, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის მითითების ან/და დავის განმხილველად არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს განსაზღვრაზე.
5. პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წლიურ საბიუჯეტო ასიგნებებში შესაბამისი ოდენობების რესურსის ასახვა (მათ შორის, შპს „სპორტმშენსერვისის“ (ს/ნ: 204878542) კაპიტალში შეტანის მიზნით), საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ (ს/ნ: 204878542) მიერ პროგრამის თანახმად, ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული უცხოური კომპანიებისათვის გაწეული სამუშაოების ხარჯების ეტაპობრივად ასანაზღაურებლად, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ა) ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით: 2017 წ. − 2 823 000 (ორი მილიონ რვაას ოცდასამი ათასი) ევრო, 2018 წ. – 1 646 750 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდაექვსი ათას შვიდას ორმოცდაათი) ევრო, 2019 წ. – 1 646 750 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდაექვსი ათას შვიდას ორმოცდაათი) ევრო, 2020 წ. – 1 646 750 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდაექვსი ათას შვიდას ორმოცდაათი) ევრო, 2021 წ. – 1 646 750 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდაექვსი ათას შვიდას ორმოცდაათი) ევრო;
ბ) ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით:
ბ.ა) ქ. ბათუმში, ქ. თელავსა და ქ. ქუთაისში მრავალპროფილიანი მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლეების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტში მითითებული საავანსო თანხის გამოკლებით) ასანაზღაურებლად: 2017 წ. – 6 990 000 (ექვსი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი, 2018 წ. – 6 990 000 (ექვსი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი, 2019 წ. – 6 990 000 (ექვსი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი, 2020 წ. – 6 990 000 (ექვსი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი, 2021 წ. – 6 890 000 (ექვსი მილიონ რვაას ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი;
ბ.ბ) ქ. თბილისში ჭიდაობის სახლისა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული საავანსო თანხის გამოკლებით და ამავე
პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული პირობის განხორციელების შემთხვევაში) ასანაზღაურებლად: 2018 წ. –
1 190 000 (ერთი მილიონ ას ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი, 2019 წ. – 1 190 000 (ერთი მილიონ ას ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი, 2020 წ. – 1 190 000 (ერთი მილიონ ას ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი, 2021 წ. – 1 190 000 (ერთი მილიონ ას ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი.
6. პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება:
ა) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, შპს „სპორტმშენსერვისისათვის“ (ს/ნ: 204878542) იმ მიწის ნაკვეთის (მათი სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში) გადასაცემად (აღნიშნული საწარმოს კაპიტალში შეტანის მიზნით), რომელზეც უნდა განხორციელდეს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული, ჭიდაობის სახლისა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის (ქ. თბილისი) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები;
ბ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის იმ მიწის ნაკვეთების (მათი სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში) გადასაცემად, რომლებზეც უნდა განხორციელდეს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული, ფეხბურთის/რაგბის სტანდარტული მოედნებისა (სათანადო დამხმარე ნაგებობებით) და აღნიშნული პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში მითითებული, მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის (ქ. გორი) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები.
7. პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეთხოვოთ შესაბამის მუნიციპალიტეტებს ამ განკარგულების მე-6 პუნქტში გათვალისწინებული ანალოგიური ღონისძიებების განხორციელება, აღნიშნულ პუნქტში მითითებული მიწის ნაკვეთების მოცემული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში.
8. ამ განკარგულების მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ფეხბურთის/რაგბის სტანდარტული მოედნების (სათანადო დამხმარე ნაგებობებით) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ (საჭიროებისამებრ, შესაბამის მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით) უზრუნველყონ ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირთან (ს/ნ: 204874911) შესაბამისი შეთანხმების მიღწევა, ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირის (ს/ნ: 204874911) მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესების თანახმად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ საკუთრების/სარგებლობის უფლების დათმობის (სამშენებლო სამუშაოების დასრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე) მიზნით, იმ მიწის ნაკვეთებთან (უძრავ ქონებასთან) დაკავშირებით, რომლებიც წარმოადგენენ ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირის (ს/ნ: 204874911) საკუთრებას/სარგებლობას.
9. ამ განკარგულებით გათვალისწინებული საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების დროულად და შეუფერხებლად ჩატარების მიზნით:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამარტივებული წესით განხორციელება;
ბ) ეთხოვოთ შესაბამის მუნიციპალიტეტებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო ღონისძიებების განხორციელება, აღნიშნული სამუშაოების ჩატარების ადგილებამდე საავტომობილო გზისა და აუცილებელი კომუნიკაციების (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი) მისაყვანად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი