საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №123 |
|
2016 წლის 1 სექტემბერი ქ. თბილისი |
2. საქართველოს სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია განახორციელოს დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გასეირნების ადგილების, საექიმო სამედიცინო პუნქტების, კვების ობიექტების, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოების და შეხვედრების ოთახების ფოტოგადაღება.
3. დაწესებულებაში აკრძალულია საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ ვიდეოგადაღება და იმ ობიექტის ფოტოგადაღება, რაც არ არის პირდაპირ გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილით. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ფოტოგადაღება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ფოტოგადაღებისას არ ხდება სხვა პირთა იდენტიფიცირება და თუ ფოტოსურათზე არ აისახება სხვა ობიექტები, გარდა პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებელი ობიექტებისა.
4. საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრისათვის ამ ბრძანებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა დაუშვებელია და ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ასევე ნებისმიერი სახის ცვლილება დაკავშირებული უფლებამოსილი პირისა და ფოტოაპარატის მონაცემებთან, სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იყოს ფოტოგადაღების განხორციელებამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე.
3. დაუშვებელია დაწესებულებაში, საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ იმ ფოტოაპარატის შეტანა, რომელსაც აქვს ვიდეოგადაღების ფუნქცია.
4. ფოტოაპარატი, რომელშიც შესაძლებელია მეხსიერების ბარათის მოთავსება, ან/და სხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან დაკავშირება (მათ შორის USB კაბელით), დალუქული უნდა იყოს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ლუქის გამოყენებით იმგვარად, რომ მეხსიერების ბარათის ამოღება/სხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან დაკავშირება (მათ შორის USB კაბელით) შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე.
5. დაუშვებელია დაწესებულებაში, საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ იმ ფოტოაპარატის შეტანა, რომელსაც აქვს ინტერნეტთან უსადენოდ წვდომის ფუნქცია (ე.წ. WIFI), ასევე აღჭურვილია მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგით (ე.წ. BLUETOOTH).
6. საქართველოს სახალხო დამცველის ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ, დაწესებულებაში გადაადგილებისას, ფოტოაპარატი მოთავსებული უნდა იყოს სპეციალურ ჩანთაში და გამოიყენებოდეს მხოლოდ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ფოტოგადაღების დროს.
2. საქართველოს სახალხო დამცველის ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ დაწესებულებიდან გამოსვლისას დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ამოწმებს ფოტოაპარატზე ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ლუქის მთლიანობას.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება ფიქსირდება შესაბამის ჟურნალში (დანართი №1), რასაც ხელმოწერით ადასტურებს დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე და ფოტოაპარატის წარმომდგენი პირი.
4. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ წარმოდგენილი ფოტოაპარატის მონაცემები არ შეესაბამება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სამინისტროში წინასწარ გაგზავნილ მონაცემებს, ასევე, თუ დარღვეულია წარმოდგენილი ფოტოაპარატის ლუქის მთლიანობა, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ფოტოაპარატის წარმომდგენ პირს ჩამოართმევს ფოტოაპარატს და დალუქავს მისი თანდასწრებით, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი (დანართი №2) ორ ეგზემპლარად. ოქმის ერთი ეგზემპლარი ინახება დაწესებულებაში.
5. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ ფოტოაპარატი წარმოდგენილია არა იმ პირის მიერ, რომლის თაობაზეც სამინისტრო იყო ინფორმირებული საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ფოტოაპარატის წარმომდგენ პირს ჩამოართმევს ფოტოაპარატს და დალუქავს მისი თანდასწრებით, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი (დანართი №3) ორ ეგზემპლარად. ოქმის ერთი ეგზემპლარი ინახება დაწესებულებაში.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გასაზღვრულ შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა (შემდგომში – მინისტრი) და საქართველოს სახალხო დამცველს, ხოლო ჩამორთმეული ფოტოაპარატი მიღება-ჩაბარების აქტითა და ამ ბრძანების №2 და №3 დანართების შესაბამისად შევსებულ ოქმთან ერთად გადაეცემა საქართველოს სახალხო დამცველს.
2. ფოტოაპარატი ილუქება დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის თანდასწრებით, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი (დანართი №4).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გასაზღვრულ შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, საქართველოს მთავარ პროკურატურას, მინისტრსა და საქართველოს სახალხო დამცველს.
2. დანაშაულის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, ფოტოაპარატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცემა საქართველოს სახალხო დამცველს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სპეციალური პრევენციული ჯგუფის იმ წევრს, რომელმაც მოახდინა ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ფოტოსურათების გამოქვეყნება, დროებით შეეზღუდოთ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ფოტოგადაღების უფლება.
2. მომზადების კურსის გავლაზე უარის თქმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრისათვის დაწესებულებაში ფოტოაპარატის შეტანაზე უარის თქმის საფუძველია.
3. ამ ბრძანების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს სახალხო დამცველმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მონაცემები.
4. სასწავლო ცენტრი ვალდებულია, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მონაცემების წარმოდგენიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრთა მომზადება დაწესებულებაში უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვის თაობაზე.
5. სასწავლო ცენტრი ვალდებულია, აწარმოოს სპეციალური პრევენციული ჯგუფის იმ წევრთა რეესტრი, რომელთაც გაიარეს მომზადების კურსი და შესაბამისი ინფორმაცია პერიოდულად მიაწოდოს სამინისტროს.
6. ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ, სპეციალური პრევენციული ჯგუფის სხვა წევრები შესაბამის მომზადების კურსს გაივლიან საქართველოს სახალხო დამცველის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
|