სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის საჭირო მონაცემთა ნუსხისა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №403
სარეგისტრაციო კოდი 040230000.10.003.019468
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.08.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“-თ გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ტიპიური ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის საჭირო მონაცემთა ნუსხისა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის ფორმირების
წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №403
2016 წლის 18 აგვისტო
ქ. თბილისი
სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის საჭირო მონაცემთა ნუსხისა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 32 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის საჭირო მონაცემთა ნუსხა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის ფორმირების წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის საჭირო მონაცემთა ნუსხა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის ფორმირების წესი
მუხლი 1🔗. ეს წესი განსაზღვრავს სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ ლეგალიზაციისათვის საჭირო მონაცემთა ნუსხას და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შემადგენლობას, მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილ და მონაცემთა წარდგენისათვის ვალდებულ ორგანოებს.
მუხლი 2🔗
1. სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის საჭირო მონაცემთა ნუსხა (შემდგომში - მონაცემთა ნუსხა) მოიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) ადმინისტრაციული ორგანოს, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულების:
ა.ა) სრულ დასახელებას;
ა.ბ) დებულების/წესდების დამტკიცების შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის (როდესაც სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო შექმნილია ასეთი აქტის საფუძველზე) ან დაწესებულების რეგისტრაციის (როდესაც დაწესებულების შექმნისათვის გათვალისწინებულია სავალდებულო რეგისტრაცია) ან/და ლიცენზირების/ავტორიზაციის შესახებ აქტის რეკვიზიტებს;
ა.გ) უფლებამოსილებას დებულების/წესდების ან აქტის მიხედვით;
ა.დ) სამსახურებრივი ბეჭდების, შტამპების, ბლანკების ნიმუშებსა და მათი დამტკიცების შესახებ შესაბამისი აქტების რეკვიზიტებს;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ ერთეულის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, ტერიტორიული ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის:
ბ.ა) დასახელებას;
ბ.ბ) დებულების/წესდების დამტკიცების ან დაწესებულების რეგისტრაციის (თუ რეგისტრაცია სავალდებულოა) შესახებ სამართლებრივი აქტის რეკვიზიტებს;
ბ.გ) უფლებამოსილებას დებულების მიხედვით;
ბ.დ) სამსახურებრივი ბეჭდების, შტამპების, ბლანკების ნიმუშებსა და მათი დამტკიცების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტების რეკვიზიტებს;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილი იმ ხელმომწერი პირის, ვის მიერ გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს:
გ.ა) სახელსა და გვარს;
გ.ბ) პირად ნომერს;
გ.გ) უფლებამოსილებას;
გ.დ) დანიშვნის (არჩევის) და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამართლებრივი აქტის/აქტის რეკვიზიტებს;
გ.ე) ხელმოწერის ნიმუშს;
გ.ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისას – მისი მოვალეობის შემსრულებლის შესახებ „გ.ა“-„გ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მონაცემებს.
2. მონაცემთა ნუსხაში სასამართლოს თაობაზე აისახება შემდეგი მონაცემები:
ა) სასამართლოს:
ა.ა) სრული დასახელება;
ა.ბ) სამსახურებრივი ბეჭდების, შტამპების, ბლანკების ნიმუშები;
ბ) სასამართლოს უფლებამოსილი ხელმომწერი პირის:
ბ.ა) სახელი და გვარი;
ბ.ბ) პირადი ნომერი;
ბ.გ) უფლებამოსილება;
ბ.დ) დანიშვნის (არჩევის) და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თარიღები;
ბ.ე) ხელმოწერის ნიმუში;
ბ.ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისას – მისი მოვალეობის შემსრულებლის შესახებ ამ პუნქტის „ბ.ა“-„ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.
მუხლი 3🔗
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოებისაგან, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან მიიღოს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოები, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, დაუყოვნებლივ წარუდგინონ სააგენტოს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მონაცემები წარდგენის დროისათვის არსებული მდგომარეობით, ასევე ნებისმიერი განახლება ან/და ცვლილება ასეთ მონაცემებში.
2. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მონაცემები დაუყოვნებლივ უნდა აისახოს სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ ლეგალიზაციისათვის საჭირო შესაბამის მონაცემთა ბაზაში (შემდგომში - მონაცემთა ბაზა).
მუხლი 4🔗
1. ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად წარდგენილი მონაცემების ნებისმიერი განახლება ან/და ცვლილება მონაცემთა ბაზაში აისახება დაუყოვნებლივ.
2. უფლებამოსილებების შესახებ მონაცემთა ბაზაში არსებული ნებისმიერი მონაცემის განახლებისას ან/და ცვლილებისას სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოები აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინონ შეცვლილი/განახლებული მონაცემები საბოლოო სახით და იმ სამართლებრივი აქტის/აქტის რეკვიზიტები, რომლითაც განხორციელდა აღნიშნული განახლება/ცვლილება.
3. სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოები, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების განახლების შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინონ დაუყოვნებლივ.
მუხლი 5🔗
1. მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს ბაზაში, საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება აგრეთვე აისახოს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მონაცემები, ინფორმაციის პირველად წარდგენამდე არსებული მდგომარეობით.
2. სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოები, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილ ორგანოებს წარუდგინონ შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
მუხლი 6🔗. მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებენ სააგენტო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
მუხლი 7🔗
1. სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა წარდგენა ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოები და საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაცემებს წარუდგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;
ბ) სასამართლო ორგანოები, სამედიცინო დაწესებულებები, ადმინისტრაციული ორგანო (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანოებისა) მონაცემებს წარუდგენენ სააგენტოს ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს.
2. მონაცემთა წარდგენისათვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, მონაცემების წარდგენა უზრუნველყოს სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა წარდგენის ფორმების (დანართი №1 ან დანართი №2) შესაბამისად.
3. მონაცემების წარდგენა შესაძლებელია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, მათ შორის, მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს შესაბამის ინტერნეტგვერდზე განთავსებული ფორმულარის შევსების გზით, ასეთის არსებობის შეთხვევაში.
4. მონაცემების წარდგენაზე პასუხისმგებელი პირი პასუხს აგებს ინფორმაციის სისწორის, დროულობისა და სრულყოფილებისათვის.
დანართი №1
ადმინისტრაციული ორგანოების, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა წარდგენის ფორმა
შევსების თარიღი –––––––––
ადმინისტრაციული ორგანოს, სამედიცინო ან საგანმანათლებლო დაწესებულების სრული დასახელება:
ქართულად –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ინგლისურად –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
I ნაწილი
ადმინისტრაციული ორგანოს დებულების/წესდების დამტკიცების, სამედიცინო ან საგანმანათლებლო დაწესებულების რეგისტრაციის ან ლიცენზირების შესახებ სამართლებრივი აქტის/აქტის რეკვიზიტები:
სამართლებრივი აქტის/აქტის სახელწოდება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის მიმღები ორგანო: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის სახე: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის მიღების თარიღი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის ძალაში შესვლის თარიღი: –––––––––––––––––––––––––––––––
შენიშვნა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
უფლებამოსილება სამართლებრივი აქტის/აქტის შესაბამისად:
(შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ცალკე ფურცელზე დანართად)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მონაცემები ადმინისტრაციული ორგანოს, სამედიცინო ან საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდის/შტამპის ფორმების, სატიტულო ფურცლისა და სხვა ფორმების შესახებ:
ადმინისტრაციული ორგანოს ან დაწესებულების ბეჭდის/შტამპის ფორმის დამტკიცების შესახებ აქტის რეკვიზიტები:
სამართლებრივი აქტის/აქტის სახელწოდება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის მიმღები ორგანო: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის სახე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის ნომერი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის მიღების თარიღი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის ძალაში შესვლის თარიღი: ––––––––––––––––––––––––––––––––
შენიშვნა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბეჭდის/შტამპის ტიპი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბეჭდის/შტამპის ნომერი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბეჭდის/შტამპის აღწერილობა სამართლებრივი აქტის/აქტის შესაბამისად:
(შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ცალკე ფურცელზე დანართად)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნიმუში (შესაძლებელია ცალკე ფურცელზე დაერთოს ფორმას):
ადმინისტრაციული ორგანოს, სამედიცინო ან საგანმანათლებლო დაწესებულების სატიტულო ფურცლის და სხვა ფორმების დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის/აქტის რეკვიზიტები:
სამართლებრივი აქტის/აქტის სათაური: –––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის მიმღები ორგანო: ––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის სახე: ––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის მიღების თარიღი: –––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის ძალაში შესვლის თარიღი: –––––––––––––––
შენიშვნა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბლანკის აღწერილობა და დამცავი ნიშნები სამართლებრივი აქტის/აქტის შესაბამისად:
(შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ცალკე ფურცელზე დანართად)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნიმუში (შესაძლებელია ცალკე ფურცელზე დაერთოს ფორმას):
II ნაწილი
მონაცემები ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, ტერიტორიული ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ
სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, ტერიტორიული ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის სრული დასახელება:
ქართულად ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ინგლისურად ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, ტერიტორიული ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულების დამტკიცების თაობაზე სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები:
სამართლებრივი აქტის სათაური: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––------
სამართლებრივი აქტის მიმღები ორგანო: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის სახე: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის მიღების თარიღი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის თარიღი: –––––––––––––––––––––––––––––––––––
შენიშვნა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, ტერიტორიული ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილება სამართლებრივი აქტის შესაბამისად:
(შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ცალკე ფურცელზე დანართად) –––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მონაცემები სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, ტერიტორიული ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბეჭდის/შტამპის ფორმების, სატიტულო ფურცლისა და სხვა ფორმების შესახებ:
სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, ტერიტორიული ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბეჭდის/შტამპის ფორმის დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები:
სამართლებრივი აქტის სათაური: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის მიმღები ორგანო: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის სახე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის ნომერი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის მიღების თარიღი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის თარიღი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––
შენიშვნა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბეჭდის/შტამპის ტიპი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბეჭდის/შტამპის ნომერი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბეჭდის/შტამპის აღწერილობა სამართლებრივი აქტის შესაბამისად:
(შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ცალკე ფურცელზე დანართად) –––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნიმუში (შესაძლებელია ცალკე ფურცელზე დაერთოს ფორმას):
სატიტულო ფურცლის და სხვა ფორმების დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები:
სამართლებრივი აქტის სათაური: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-----
სამართლებრივი აქტის მიმღები ორგანო: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის სახე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის ნომერი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის მიღების თარიღი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის თარიღი: ––––––––––––––––––––––––––––––
შენიშვნა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბლანკის აღწერილობა და დამცავი ნიშნები სამართლებრივი აქტის შესაბამისად: – (შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ცალკე ფურცელზე დანართად)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

III ნაწილი
ინფორმაცია ხელმოწერისათვის უფლებამოსილი პირის შესახებ
ადმინისტრაციული ორგანოს, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმოწერისათვის უფლებამოსილი პირის მონაცემები:
სახელი და გვარი:
ქართულად ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ინგლისურად ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პირადი ნომერი: ––––––––––––––––––––
ხელმოწერისათვის უფლებამოსილი პირის დანიშვნის (გათავისუფლების, უფლებამოსილების შეჩერების) შესახებ აქტის რეკვიზიტები:
სამართლებრივი აქტის/აქტის სათაური: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის მიმღები ორგანო: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის სახე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის ნომერი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართლებრივი აქტის/აქტის მიღების თარიღი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პირის დანიშვნის, გათავისუფლების, უფლებამოსილების შეჩერების თარიღი –––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერისათვის უფლებამოსილი პირის დანიშვნის/არჩევის ვადა –––––––––––––––––––––––
თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში:
უფლებამოსილების შეჩერების ვადა: –––––––––––––––––––––––––––––
მოვალეობის შემსრულებელი პირის სახელი და გვარი:
ქართულად –––––––––––––––––––––––––––
ინგლისურად –––––––––––––––––––––––––
ხელმოწერისათვის უფლებამოსილი პირის თანამდებობრივი უფლებამოსილება ––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ცალკე ფურცელზე დანართად)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერის ნიმუში:
1. 2. 3.
შენიშვნა:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებაში უნდა მიეთითოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს დასახელებაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2. ორგანოსა ან დაწესებულებაში რამდენიმე ბეჭდის, შტამპის, სატიტულო ფურცლის ან სხვა ფორმის არსებობისას, აგრეთვე თითოეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფზე/ერთეულზე, ტერიტორიულ ორგანოზე ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და ხელმოწერის უფლებამოსილ პირზე ცალ-ცალკე უნდა შეივსოს მონაცემთა წარდგენის ფორმის შესაბამისი ნაწილი.
3. თუ სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს, ტერიტორიულ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირს არ აქვს დებულება, ფორმაში მიეთითება სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, ტერიტორიული ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილება, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს დებულებით.
დანართი №2
სასამართლოს მონაცემთა წარდგენის ფორმა
შევსების თარიღი –––––––––
სასამართლოს სრული დასახელება:
ქართულად –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ინგლისურად –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
I ნაწილი
მონაცემები სასამართლოს ბეჭდის/შტამპის ფორმების, სატიტულო ფურცლისა და სხვა ფორმების შესახებ:
ბეჭდის/შტამპის ტიპი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბეჭდის/შტამპის ნომერი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნიმუში (შესაძლებელია ცალკე ფურცელზე დაერთოს ფორმას):
II ნაწილი
ინფორმაცია ხელმოწერისათვის უფლებამოსილი პირის შესახებ
სასამართლოს უფლებამოსილი ხელმომწერი პირის მონაცემები:
სახელი და გვარი:
ქართულად ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ინგლისურად ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პირადი ნომერი: ––––––––––––––––––––
ხელმოწერისათვის უფლებამოსილი პირის დანიშვნის, გათავისუფლების, უფლებამოსილების შეჩერების თარიღი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერისათვის უფლებამოსილი პირის დანიშვნის/არჩევის ვადა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში:
უფლებამოსილების შეჩერების ვადა: ––––––––––––––––––––––
მოვალეობის შემსრულებელი პირის სახელი და გვარი:
ქართულად –––––––––––––––––––––––––––
ინგლისურად –––––––––––––––––––––––––
ხელმოწერის ნიმუში:
1. 2. 3.
შენიშვნა:
სასამართლოში რამდენიმე ბეჭდის, შტამპის, სატიტულო ფურცლის ან სხვა ფორმის არსებობისას, აგრეთვე თითოეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფზე/ერთეულზე, ტერიტორიულ ორგანოზე ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და ხელმოწერის უფლებამოსილ პირზე ცალ-ცალკე უნდა შეივსოს მონაცემთა წარდგენის ფორმის შესაბამისი ნაწილი.