„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№171
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.027.016673
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №171

2016 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

 



მუხლი 1

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ5“ და „ჰ6“ ქვეპუნქტები:

„ჰ5) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმები;

6) ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების საიმპორტო წლიური კვოტები.“;

ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1-ჰ25“ ქვეპუნქტები:

„ჰ1) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრისა და იმუნიზაციის მართვის წესები;

2) სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრა;

3) პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმები;

4) „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები;

5) საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციები;

6) დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი;

7) ზოგიერთი სამედიცინო ჩარევის ჩატარებამდე პაციენტისაგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შესახებ;

8) მოზრდილთა სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმების, მათი წარმოებისა და შევსების წესი;

9) ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო შეტყობინების ფორმა და წესი, შესაბამისი რეესტრის წარმოების წესი;

10) პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესი;

11) მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესი და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმა;

12) სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნები;

13) სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები;

14) იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი;

15) იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტის რისკის შეფასების სტანდარტისა და რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებელია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განსახორციელებლად;

16) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესი;

17) სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტების და ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხა, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ტრანსპორტირებისათვის მინიმალური მოთხოვნები და პროგრამა „მომავლის ბანაკით“ განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხა;

18) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობები;

19) საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების წესები;

20) რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხა;

21) სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესი;

22) დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმა და წესი;

23) რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევითი კონტროლის სახელმძღვანელო;

24) ავტორიზებულ აფთიაქსა და აფთიაქში (სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში) ორიგინალური შეფუთვის დაშლისა და დაფასოების გზით, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისათვის შესაბამისი ოდენობით, ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის წესი;

25) იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალისა და რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გამოყენება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტში, მათ შორის, საერთაშორისო რეისების შესრულებისას.“;

გ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ6“ – „ჰ9“ ქვეპუნქტები:

„ჰ6) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროექტების დაფინანსების წესი;

7) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების − მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების − განთავსების მიზნით განკარგვის წესი;

8) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი და პირობები;

9) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესი.“;

დ) მე-16 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ ქვეპუნქტი:

„ჩ) საგნის გამოცდის ჩატარების წესი; ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესი; მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესი; თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე მოსწავლეთა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადების და დაფინანსების წესი; საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი.“;

ე) მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ13“-„ჰ16“ ქვეპუნქტები:

„ჰ13) მეხანძრე მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტი;

14) მეხანძრე მაშველის/მაშველის საპატიო სიაში შეყვანის წესი;

15) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესი;

16) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი.“;

ვ) მე-18 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესი.“;

ზ) 211 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი