1.
სხ-ის მეთაური პასუხისმგებელია სხ-ის მართვაზე ამ ფრენის წესების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, ახორციელებს იგი სხ-ის უშუალო მართვას თუ არა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მას შეუძლია უგულებელყოს წინამდებარე ფრენის წესების მოთხოვნები უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
2.
სხ-ის მეთაურს, საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, გააჩნია სხ-ის მართვის განკარგვის სრული უფლებამოსილება.
3.
წინამდებარე წესები არ ათავისუფლებს სხ-ის მეთაურს პასუხისმგებლობისგან, მიიღოს ეფექტური ზომები შეჯახების აცილების მიზნით, მათ შორის, შეასრულოს შეჯახების ასაცილებელი მანევრი, ჰაერში შეჯახების აცილების სისტემის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
შენიშვნა 1
: ჰაერში შეჯახების აცილების სისტემის ექსპლუატაციის წესი მოცემულია PANS-OPS (Doc, 8168) დოკუმენტის I ტომის VIII ნაწილის მე-3 თავში.
შენიშვნა 2
: ჰაერში შეჯახების აცილების სისტემით აღჭურვაზე მოთხოვნები განსაზღვრულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სამართლებრივი აქტი