1.
სხ-ის ფრენები არ უნდა განხორციელდეს ქალაქების, მჭიდრო დასახლებული რაიონების, დასახლებების ან  ღია ცის ქვეშ ხალხის თავშეყრის ადგილების თავზე იმ ფარდობით სიმაღლეებზე, რომელზეც, ავარიული  ვითარების შექმნისას, შეუძლებელია დაფრენის განხორციელება მიწაზე ადამიანებისა და მათი ქონების საფრთხეში ჩაგდების გარეშე.
2.
გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როცა ეს საჭიროა აფრენის ან დაფრენის განსახორციელებლად ეს შეთანხმებულია შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან.

შენიშვნა: ვფწ-ით ფრენისათვის მინიმალური სიმაღლეების შესახებ ინფორმაცია იხ. ამ წესების  47-ე მუხლში, ხოლო სფწ-ით ფრენისას მინიმალური ეშელონების შესახებ 52-ე მუხლშ