უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 24.08.2016
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/08/2016
matsne.gov.ge 205 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო და საუბნო სარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 92% 17.09.2020 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 27.07.2016 2016 წლის 30 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მეორე ტურისათვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 23.10.2016 ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 10.08.2016 საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 10.07.2024

დოკუმენტის ტექსტი

უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ     საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება №12 2016 წლის 24 აგვისტო ქ. ბათუმი უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ პარტიული სიით წარდგენილმა და წინასწარი მონაცემებით სავარაუდოდ ამ სიით არჩეულმა უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებმა, რომლებიც იმავდროულად წარდგენილ იყვნენ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში და ვერ გაიმარჯვეს, შეუძლიათ აღარ გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება, ვინაიდან აღნიშნული შემოწმების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მათ მიერ საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად წარმოდგენილი იყო უსკოში. მუხლი 2🔗 ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ, შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საარჩევნო კომისიაში ერთ ცალად. საოლქო საარჩევნო კომისიაში ცნობის წარდგენის შემთხვევაში, კომისიის ბეჭდით დამოწმებული ასლი ეგზავნება უსკოს, ხოლო უსკოში წარდგენის შემთხვევაში – შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.  მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონიაკომისიის მდივანისოფიო კახაძე