ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №410 |
|
2016 წლის 24 აგვისტო ქ. თბილისი |
|
შექმნის წესი და პირობები
ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 32-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესი და პირობები.
მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესი და პირობები მუხლი 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა და სპეციალური წოდების მქონე პირების, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტის და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეების (შემდგომში – მოსამსახურე) იმ სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალს, რაც არჩევნების დღეს მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, ამ მოსამსახურეების სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემის, მათთვის არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესსა და პირობებს, აგრეთვე იმ განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალს და შესაბამის პირთა კატეგორიებს, რომლებიც ვერ დატოვებენ კენჭისყრის დღეს სამუშო ადგილს ამ პირობების გამო. მუხლი 2 სამსახურებრივ პირობად, რაც მოითხოვს მოსამსახურის ყოფნას არჩევნების დღეს რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, ითვლება: ა) საყარაულო განწესი; ბ) საბრძოლო მზადყოფნის მორიგეობა; გ) სადღეღამისო განწესი; დ) 24-საათიანი სამორიგეო სამსახური; ე) ქვეყნის ფარგლებს შიგნით სამსახურებრივი მივლინება; ვ) იმ მოსამსახურეთა სამხედრო სავალდებულო სამსახური, რომლებიც ვერ ტოვებენ მუდმივი დისლოკაციის ადგილს; ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარ სამმართველოში დასაქმებული პირების სამორიგეო ცვლაში ყოფნა, რომლებიც არ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს პენიტენციურ დაწესებულებაში და ახორციელებენ სამინისტროს ობიექტების დაცვას; თ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს: თ.ა) პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის 24-საათიან ცვლაში ყოფნა; თ.ბ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების სამორიგეო ცვლაში 24 საათის განმავლობაში ყოფნა, რომლებიც დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებენ პენიტენციურ დაწესებულებაში; თ.გ) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოსა და საბადრაგო სამმართველოს მოსამსახურეების, მათ შორის, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეების, სამორიგეო ცვლაში 24 საათის განმავლობაში ყოფნა; თ.დ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურეების 24-საათიან ცვლაში ყოფნა; თ.ე) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურეების 24-საათიან ცვლაში ყოფნა; თ.ვ) პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების სამორიგეო ცვლაში ყოფნა; ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მაღალმთიან რეგიონებში ან/და რთული რელიეფის მქონე ადგილებში განთავსებულ სექტორებსა და ბლოკ-საგუშაგოებზე მოსამსახურეების სამორიგეო ცვლაში ყოფნა.