აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ

მიღების თარიღი 25.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №418
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.019483
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 287 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 03.02.2022 კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 03.04.2020 საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 85% 21.02.2018 კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 30.10.2020 ქალაქ რუსთავში მე-11 მკ/რ-ის დროებითი საცხოვრისით მოსარგებლე ოჯახებისათვის ელექტრო ენერგიის მომსახურების ღირებულების გადასახადის ხელშეწყობის ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 05 04) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 28.04.2023

დოკუმენტის ტექსტი

აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №418 2016 წლის 25 აგვისტო    ქ. თბილისი აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ მუხლი 1🔗 „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს: ა) ფიზიკური პირების „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ აბონენტებად იდენტიფიცირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში მითითებული პირადი ნომრების და გვარების საფუძველზე; ბ) 2017 წლის 1 იანვრიდან ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე იდენტიფიცირებული აბონენტების მიერ ყოველთვიურად (30 კალენდარული დღე) მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების 50%-ის ოდენობით  ანაზღაურება, შესაბამისი პერიოდის ფაქტობრივი მოხმარების ოდენობიდან გამომდინარე, ნორმატიული აქტით მისადაგებული სამომხმარებლო ტარიფით გაანგარიშებული ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ერთ აბონენტზე თვეში  100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა. ანაზღაურება განხორციელდეს შესაბამისი ელექტროენერგიის  განაწილების ლიცენზიანტის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე. მუხლი 2🔗 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრზე წვდომა. მუხლი 3🔗 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა სამინისტროებმა უზრუნველყონ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესასრულებლად საჭირო სახსრების გათვალისწინება. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ეთხოვოს შესაბამისი ელექტროენერგიის  განაწილების ლიცენზიანტ(ებ)ს „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) შესახებ ინფორმაციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის წარდგენა. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი