გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 მარტის №16 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.148.016345
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2016 წლის 26 აგვისტო

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 მარტის №16 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 მარტის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/03/2014, 010250050.35.148016322) „გორის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებულის წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გორის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია ქვეყნდება პროაქტიულად (ელექტრონულ რესურსზე განთავსებით).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ადგილი

1. გორის მუნიციპალიტეტის საჯარო  დაწესებულებები უზრუნველყოფენ  დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას ელექტრონული ფორმით – გორის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე.

2. ელექტრონული   ფორმით   ინფორმაცია   ქვეყნდება  გორის  მუნიციპალიტეტის   საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე ან/და მათ მართვაში არსებულ სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით ( www.gori.mun.gov.ge).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი