„შუახევის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2016 წლის 26 აგვისტო დაბა შუახევი |
ა) „შუახევის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვარის №3 დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 851 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;
ბ) „შუახევის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის“ მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ფორმა და წესი
1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება ელექტრონული ფორმით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
2. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულi საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა.
3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.
4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.“.
გ) „შუახევის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის“ მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ადგილი
1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ნუსხით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ დადგენილ ელექტრონულ რესურსზე/რესურსებზე;
2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრირებულ ვებგვერდზე – www.shuakhevi..ge.“.
|