„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №03 |
|
2018 წლის 17 იანვარი ქ. ამბროლაური |
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 851 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;
ბ) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“;
გ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესი“, დანართის №1 შესაბამისად.“;
დ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“ დანართის №2 შესაბამისად.“;
ე) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებების გეგმის შემუშავება ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
2. ეთხოვოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.“;
ვ) დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ზ) დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ და ბეჭდური სახით გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხით“ (შემდგომ – ნუსხა) განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა.
3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის ორგანოებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.
4. საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.
ა) ელექტრონული ფორმით – მუნიციპალიტეტის ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების ელექტრონულ რესურსზე;
ბ) ბეჭდური ფორმით – მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტრიულ ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე.
2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვებგვერდებზე ან/და მათ მართვაში არსებული სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით (www.ambrolauri.ge).
3. ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საჯარო განცხადებების დაფების გამოყენებით, რომელიც უნდა განთავსდეს დასახლებების უბნების მიხედვით, უბანში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე არანაკლებ ერთი საინფორმაციო განცხადების დაფის ოდენობით.
4. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების შენობებში ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადებების დაფებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.
2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება, ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
შენიშვნა : კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში , თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული . თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან , ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში .
|