,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის N67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №32 |
|
2016 წლის 5 სექტემბერი ქ. თბილისი |
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;
ბ) საჯარო, საერთაშორისო სექტორში ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. სასურველია გარემოსდაცვითი მიმართულებით საჯარო სექტორში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება;
გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის №183 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე) არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების, შესაბამისი კონცეფციებისა და თანამედროვე მიდგომების ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში;
ვ) სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავების გამოცდილება;
ზ) მდგრადი განვითარების პრინციპების ცოდნა;
თ) საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და მათი ძირითადი პრინციპების ცოდნა;
ი) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება;
კ) ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობის გამოცდილება;
ლ) საპროექტო წინადადების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება;
მ) საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, სასურველი შედეგის მიღწევის გამოცდილება;
ნ) სავალდებულოა ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და სასურველია რუსული ენის (კარგად) ცოდნა;
ო) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office; Google Apps for Business).".
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;
ბ) საჯარო, საერთაშორისო სექტორში ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება. სასურველია გარემოსდაცვითი მიმართულებით საჯარო სექტორში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება;
გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის №183 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე) არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებისა და გამოწვევების ცოდნა;
ვ) სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავების გამოცდილება;
ზ) მდგრადი განვითარების პრინციპების ცოდნა;
თ) საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და მათი ძირითადი პრინციპების ცოდნა;
ი) საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება;
კ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება, საპროექტო წინადადების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება;
ლ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
მ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office; Google Apps for Business).".
|